მედიცინა

როგორ მოვუფრთხილდეთ მხედველობას

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.06

მხედველობა
დაკოპირებულია

მიუხედავად შეფუთვის წარწერისა, ურეცეპტოდ გასაყიდი ფერადი კონტაქტური ლინზები არ არის უნივერსალური. ლინზების არასწორად მორგებამ შეიძლება დაკაწროს რქოვანა, თვალის გარე ფენა. ამან კი გამოიწვიოს რქოვანას აბრაზია და ნაწიბურები. გარდა ამისა, შეიძლება, საღებავმა და დიზაინმა შექმნას არათანაბარი ზედაპირი ლინზების შიდა ზედაპირზე, რაც გააუარესებს სიტუაციას. ფერადი კონტაქტური ლინზები უფრო სქელი და მაგარია და ნაკლებად სუნთქავს, ვიდრე ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზები. ეს ზრდის ინფექციების განვითარების ალბათობას. კონტაქტური ლინზების მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა ქიმიკატებს ლინზების შესაღებად. ამ ნივთიერებებიდან ზოგიერთი შეიძლება, იყოს მავნე, მაგალითად, თვალის გაღიზიანების გამომწვევი. შეიძინეთ კონტაქტური ლინზები სანდო მაღაზიაში. აირჩიეთ კონტაქტური ლინზები სანდო მწარმოებლისგან ან პირდაპირ თქვენი თვალის ექიმის რეკომენდაციით. მოაწესრიგეთ ლინზები.

გაითვალისწინეთ რჩევები, თუ როგორ გაწმინდოთ, გაასტერილოთ, შეინახოთ და ატაროთ ლინზები

* არ გამოიყენოთ ონკანის წყალი ლინზის გასაწმენდად. და არ დაგავიწყდეთ კონტაქტური ლინზების გაკეთებამდე ხელების დაბანა;

* თუ განიცდით რაიმე დისკომფორტს, სიწითლეს, თვალის ტკივილს ან მხედველობის დაბინდვას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კონტაქტური ლინზების გამოყენება, მათ შორის ფერადის. თუ მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

ფერადი ლინზების გამოყენება უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ დაიცავთ ამ მითითებებს. არ დაგავიწყდეთ ლინზების გაწმენდა და სათანადოდ შენახვა. არ მოითმინოთ დისკომფორტი ფერადი ლინზების გამოყენებისას – თუ რამე გაწუხებთ, ეს იმის ნიშანია, რომ ისინი უნდა მოიხსნათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა