მედიცინა

როგორ მოვიქცეთ გასტრიტის დასამარცხებლად

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.09, 2021 წელი

ენტეროვირუსი
დაკოპირებულია

გასტრიტი არის კუჭის შიგნითა გარსის – ლორწოვანის ანთებითი დაავადება. ანთება შესაძლოა, მოიცავდეს ლორწოვანის მთელ სიღრმეს. მიმდინარეობის მიხედვით გასტრიტი შეიძლება, იყოს მწვავე და ქრონიკული.

როცა გასტრიტი ისეთ მიზეზს უკავშირდება, რომლის არიდებაც შესაძლებელია, მაშინ გასტრიტისგან თავის დაცვაც შეიძლება. ამ მიზნით:

👉ვერიდოთ ალკოჰოლს;

👉 განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები – ტკივილგამაყუჩებლები;

👉თავი დავანებოთ მოწევას;

👉 ავირიდოთ სხვადასხვა ქიმიური საშუალებების, რადიაციის, ტოქსინების ორგანიზმზე ზემოქმედება;

👉გასტრიტის გამომწვევი ზოგიერთი ინფექციის თავიდან აცილება რთულია, მაგრამ ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით ჭამის წინ, საკვების მომზადებისას ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა ამცირებს ინფექციური, მათ შორის, ჰელიკობაქტერიით გამოწვევული გასტრიტის რისკს.

დიეტა გასტრიტის დროს

გასტრიტის სიმპტომების გამწვავებას შეიძლება, ხელი შეუწყოს გამღიზიანებელმა საკვებმა და მავნე ჩვევებმა. ძალიან მნიშვნელოვანია შეწყვიტოთ კოფეინიანი, უკოფეინო და ნახშირწყლოვანი სასმელების მიღება, მოერიდოთ ციტრუსების, ასევე, ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი საკვების მიღებას. ალერგიულებმა კი თავი აარიდონ ალერგიის გამომწვევ საკვებს.

გასტრიტის საწინააღმდეგო სპეციალური დიეტა არ არსებობს, თუმცა, დადგენილია, რომ გარკვეული საკვები ხელს უშლის ჰელიკობაქტერიის ზრდას. ასეთი საკვებია ფლავონოიდებით მდიდარი პროდუქტები – ჯინჯერისა და გვირილის ჩაი, ნიორი, კენკრა, ქინძი, ნიახური, ბროკოლი, ოხრახუში, სოიის შემცველი საკვები და პარკოსნები. საზოგადოდ, გასტრიტის სიმპტომების შემცირებას, ზემოთ ჩამოთვლილი საკვების გარდა, ხელს უწყობს ხშირი კვება მცირე ულუფებით, იოგურტი, პიტნა, ხორბლის ქატო, სტაფილოს წვენი, ვაშლი.

სხვადასხვა ხალხური საშუალების გამოყენებით გასტრიტის სიმპტომები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ბოლომდე განსაკუთრებულად მხოლოდ მათზე დაყრდნობა მიზანშეუწონელია.

როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული გასტრიტი შესაძლოა, განაპირობოს ზოგიერთი ფაქტორების განმეორებითმა და გახანგრძლივებულმა ზემოქმედებამ, მაგალითად, როგორიცაა:

👉ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული ინფექციები;

👉 ალკოჰოლის ჭარბი მიღება;

👉უკუდინება ნაწილავიდან კუჭში;

👉 სოკოვანი ინფექცია;

👉ალერგიული რეაქცია;

👉 აუტოიმუნური რეაქცია;

👉სტრესი (იგულისხმება მძიმე დაავადებებთან (მაგალითად, დამწვრობა, ტრავმა დაკავშირებული და არა ემოციური სტრესი);

👉 რადიაცია;

👉 გარკვეული საკვებით ინტოქსიკაცია-მოწამვლა, ინფექციური ან ქიმიური;

👉 ტრავმა.

გასტრიტის დროს რეკომენდებულია ფაფების მიღება, ისევე როგორც ყველასათვის, ვისაც აქვს კუჭთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პრობლემა. განსაკუთრებით სასარგებლოა წიწიბურასა და შვრიის ფაფები, ასევე ცნობილი როგორც „ჰერკულესი”. მათი მომზადება შეიძლება, როგორ წყლით, ასევე რძით. გასტრიტის დროს სასურველია ფაფა იხარშებოდეს შედარებით დიდი ხნის განმავლობაში. არ იყიდოთ და არ მიიღოთ ისეთი ფაფები, რომლებიც უცებ მზადდება ადუღებული წყლის დასხმით – ამ დაავადების დროს ვერანაირ დადებით ეფექტს ვერ მოიტანს.

ასეთ დროს შესანიშნავი საკვებია გამხმარი თეთრი პური და ორცხობილა. ის ნაკლებად ტვირთავს კუჭს. რძემჟავის შემცველი პროდუქტები სასარგებლოა დაწეული მჟავიანობის დროს, ხოლო თუ მჟავიანობა მომატებულია, გირჩევთ, ისინი საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან. გასტრიტის დროს საჭიროა უმეტესად ვეგეტარიანული საკვები, სუპები, გაზავებული ბულიონი მიირთვათ, რაც შეიძლება, ნაკლები სუნელებითა და დანამატებით, ამასთან, აუცილებლად თბილი.

თუ გსურთ, რომ გასტრიტმა არ შეგაწუხოთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სწორ კვებას – ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რაციონს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი