მედიცინა

როგორ მოვიხსნათ ფეხის შეშუპება

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.07, 2021 წელი

ფეხის შეშუპება
დაკოპირებულია

შეშუპებას, იგივე ედემას, რამდენიმე განსხვავებული მიზეზი იწვევს. მაგალითად ესენია:

  • ძალიან მარილიანი ან დაუმუშავებელი საკვების მიღება;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • ორსულობა;
  • რომელიმე მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
  • სისხლის ცუდი მიმოქცევა.

თუკი თქვენი შეშუპება ქრონიკულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ვინაიდან ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გულის უკმარისობასთან, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან.

სხვა შემთხვევაში შეშუპებულ ფეხებს ხალხური მედიცინის მეშვეობითაც გაუმკლავდებით.

ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. ის, ასევე, თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ასეთ შემთხვევებში შეშუპება გამომწვევი ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.

ჯადოსნური მცენარე, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ არის ოხრახუში. მოამზადეთ ოხრახუშის ნაყენი შემდეგნაირად: 4 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში ჩაყარეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალში. დაელოდეთ 5 წუთი და გამორთეთ გაზქურა. სვით ნაყენი მთელი დღის განმავლობაში. შედეგი მალე გახდება შესამჩნევი.

4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და მოათავსეთ სითბოში 1 საათით. შემდეგ გადაწურეთ. უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ ცხელ-ცხელი – 100-100 გრამი დღეში 3-4-ჯერ.

კარგია შავბალახას ნაყენი და თირკმლის ჩაიც. ამ ორი მცენარის ნაყენი კი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აცხრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს. მის მოსამზადებლად აიღეთ 5 გრამი ნარევი და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთი შეათბეთ წყლის ორთქლის აბაზანაზე, მერე 4 საათი თერმოსში გააჩერეთ და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. კურსი ორი კვირიდან ორ თვემდეა.

ფეხების შეშუპების პროფილაქტიკისთვის მიმართეთ შემდეგ ვარჯიშებს:

დგომისას

ტერფებით ეყრდნობით იატაკს, ქუსლები ასწიეთ, რაც შეიძლება, მაღლა და ასეთ პოზაში გაჩერდით 3 წამის განმავლობაში. დაასვენეთ ტერფები. შემდეგ უკან გადაიხარეთ ქუსლებზე და ასწიეთ ცერა თითები. გაიმეორეთ 10-ჯერ.

ჯდომისას

  • ნელა და თანაბრად გაასრიალეთ ტერფი იატაკზე რაც შეიძლება შორს. შემდეგ უკან გამოასრიალეთ და ასწიეთ ქუსლები. გაიმეორეთ 30-ჯერ.
  • ოდნავ ასწიეთ ტერფები. შიგნითა ზედაპირები შეატრიალეთ შიგნით და შემდეგ ზევით. ამის შემდეგ, ტერფის გარეთა კიდეები შეაბრუნეთ გარეთ და ზევით. გაიმეორეთ 30-ჯერ.
  • გაჭიმეთ ფეხები და მოხარეთ ტერფები. ატრიალეთ ფეხი ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგოდ. გაიმეორეთ 5-ჯერ თითოეული ფეხისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა