მედიცინა

როგორ მოვახდინოთ კანის ჩირქოვანი დაავადებების პრევენცია

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

მუნი
დაკოპირებულია

კანის ჩირქოვანი ანთება, რომელიც ჩნდება თმის ფოლიკულისა და მის გარშემო მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლის ინფექციის შედეგად. ის ყველაზე ხშირად ჩნდება სახეზე, კისერზე, ზურგზე ან დუნდულებზე, მაგრამ შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე განვითარდეს, სადაც თმა იზრდება.

მთავარი მიზეზები:

1. ბაქტერიული ინფექცია – უმეტეს შემთხვევაში იწვევს Staphylococcus aureus, რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობს კანზე, მაგრამ ზოგჯერ აღწევს ფოლიკულში და იწვევს ანთებას.

2. დაქვეითებული იმუნური სისტემა – ორგანიზმის სუსტი დაცვა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.

3. ცხიმიანი ან დაბინძურებული კანი – ფორების დახშობა ქმნის იდეალურ გარემოს ბაქტერიებისთვის.

4. მუდმივი ხახუნი ან გაღიზიანება – მჭიდრო ტანსაცმელი, გაუწმენდავი საპარსი ან ოფლიანობა ზრდის რისკს.

5. შაქრიანი დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადებები – ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციისადმი.

მთავარი სიმპტომები:

• ტკივილი და შეშუპება დაზიანებულ ადგილზე;

• კანის სიწითლე და სიმხურვალე;

• ჩირქის წარმოქმნა;

• ზოგჯერ ტემპერატურის მატება და სისუსტე.

რისი გაკეთება შეიძლება:

• დაადეთ თბილი კომპრესი დღეში რამდენჯერმე, რათა დააჩქაროს ჩირქის ამოსვლა და შემცირდეს ტკივილი;

• არ შეეცადოთ, თვითონ გაჭრა ან გამოწურვა, რადგან შეიძლება ინფექცია გავრცელდეს;

• შეინახეთ დაზიანებული ადგილი სუფთად და მშრალად;

• არ გამოიყენოთ სხვა ადამიანის პირსახოცი ან ტანსაცმელი.

საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ: დაზიანება დიდია ან ტკივილი ძლიერია; ჩნდება რამდენიმე ადგილზე ერთად (კარბუნკული); გაქვთ მაღალი ტემპერატურა.

პროფილაქტიკა: დაიცავით კანის ჰიგიენა, მოერიდეთ ზედმეტ ოფლიანობასა და უსუფთაო ტანსაცმელს; აიცილეთ სტრესისა და გადაღლილობის ფონზე იმუნიტეტის დაქვეითება; თუ დიაბეტი გაქვთ, აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე,.

კამილას ნაყენი (გასაწმენდად და დასადებად): ერთ სადილის კოვზ გამხმარ კამილას დაასხით ერთ ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 15 წუთით და გაწურეთ. დაასველეთ სტერილური ბინტი ან ბამბა და დაადეთ გამონაყარს დღეში 2–3-ჯერ. შედეგი – ამცირებს სიწითლესა და ანთებას, წმენდს დაზიანებულ ადგილს.

შემწვარი ხახვის კომპრესი: ხახვი გაჭერით ორად და შეწვით ტაფაზე ან ღუმელში ისე, რომ დარბილდეს. დაიდეთ გამონაყარზე თბილი (არა ცხელი) და დაფარეთ ბინტით. შეიცვალეთ ყოველ 3-4 საათში. შედეგი – ხახვი ხელს უწყობს ჩირქის ამოსვლას და აჩქარებს შეხორცებას.

ნივრის ფაფა: ნაკლებად დაქუცმაცებული ნიორი დაიტანეთ მარლაზე და მსუბუქად დაიდეთ გამონაყარზე (არ გააჩეროთ დიდხანს, რათა კანი არ დაიწვას). შედეგი – ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია – კლავს ბაქტერიებს და აჩქარებს შეშუპების შემცირებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა