მედიცინა

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება ნაღრძობ ფეხს

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.02, 2022 წელი

ნაღრძობი ფეხი
დაკოპირებულია

როგორ მივხვდეთ, რომ ფეხი ვიღრძეთ?

ამ დროს მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ჩივილებს:

👉 უმნიშვნელო ტკაცუნის ხმა ტრავმის მიღების მომენტში;

👉მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხის ყოველი მოძრაობის დროს;

👉 მომენტალური შეშუპება;

👉 სისხლჩაქცევები;

👉 ჩალურჯება;

👉 აქილევსის მყესის ძლიერი დაჭიმულობა;

👉 წვივ-კოჭის მოძრაობის დარღვევა;

👉 მკვეთრი დეფორმაცია ტერფის სახსრის მიდამოში;

👉 ჰემატომის წარმოქმნა.

სიმპტომების მიხედვით თავიდან ძალიან რთულია იმის გარკვევა ნაღრძობთან გვაქვს საქმე თუ მოტეხილობასთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, თუ ადამიანს აქვს ზემოხსენებული სიმპტომები, აუცილებელია, მას აღმოუჩინონ პირველადი დახმარება:

👉 დაშავებული ადამიანი უნდა დაწვეს, რადგან დაჯდომის მცდელობები შესაძლოა დასრულდეს შეშუპების სწრაფი ზრდით. მნიშვნელოვანია კიდურის უძრაობის უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე შემცირდესს ტკივილის შეგრძნება;

👉 საჭიროა ტრავმირებული ფეხის ზემოთ დადება, ეს შეამცირებს სისხლჩაქცევებს;

👉 მტკივან ადგილზე საჭიროა ცივი კომპრესის დადება. ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წუთს, ნახევარი საათის შემდეგ შესაძლებელია პროცედურის გამეორება. აღნიშნული მოქმედება იძლევა დალურჯებისა და სისხლჩაქცევის შემცირების საშუალებას. ცივ კომპრესად გამოდგება ყინული, გაყინული საკვები, მალამო...

👉 კარგია ფეხის ბინტით გადახვევა. ფიქსაციისათვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ არტაშანი. ამასთანავე, ფეხსა და არტახს შორის უნდა მოათავსოთ რბილი მასალა, მაგალითად, როგორიც ბამბა. ამის გაკეთება უნდა დაიწყოთ თითებიდან, შუა წვივის მიმართულებით.

👉 დაუშვებელია ტრავმირებული ადგილის საკუთარი ძალებით ჩასმა, რადგან ეს ძალიან მტკივნეული და სახიფათოა.

თუ ადამიანმა ტრავმა მიიღო ზამთარში, ამ დროს არ შეიძლება ფეხსაცმლის გახდა საკუთარი ძალებით. ამგვარი ტრავმა შესაძლოა, გართულდეს ქსოვილების გაცივებით.

პირველადი დახმარების შემდეგ აუცილებელია ტრავმატოლოგთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ფეხის მოტეხილობა.

არსებობს ნაღრძობის რამდენიმე ფორმა:👇

სრული – ამ შემთხვევაში ძვლის თავი და სასახსრე არე არ ეხება ერთმანეთს;

არასრული ნაღრძობი – ძვლის თავისა და სახსრის ღრუს შემხებლობა ნაწილობრივ დაცულია.

ასევე: ღია ნაღრძობი – ამ შემთხვევში ზიანდება კანის საფარი; დახურული ნაღრძობი – არ არის ხილული ჭრილობები.

ნაღრძობის მკურნალობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექიმთან დროული მიმართვა. ამიტომ კლასიფიკაცია ამის მიხედვითაც ხდება.

ასე რომ, ნაღრძობი შეიძლება იყოს:👇

👉 ახალი – ტრავმის მიღებიდან გასულია არაუგვიანეს 3 დღე-ღამისა;

👉 ხანდაზმული – ტრავმის მიღებიდან 3-დან 21 დღემდე;

👉 ძალიან ხანდაზმული – ტრავმის მიღებიდან გასულია 3 კვირაზე მეტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა