მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ სისხლჩაქცევებს

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.01, 2022 წელი

სისიხლჩაქცევა
დაკოპირებულია

ტრავმისა და კანის მცირე დაზიანების შემდეგ ხშირად ჩნდება სისხლჩაქცევები და სილურჯეები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ტოვებენ კვალს. იმისთვის, რომ მცირე დაზიანებების დროს თავიდან აიცილოთ სილურჯე და სისხლჩაქცევა, გამოიყენეთ ხალხურ მედიცინაში არსებული შემდეგი რეცეპტები:

თუ სხეულზე სისხლჩაქცევები გაქვთ

აიღეთ მცენარე გიორგელას (ქათმისკუჭა) ოთხი ახალამოღებული ფესვი. კარგად გარეცხეთ, ჩაუშვით 1 ლიტრ ადუღებულ წყალში და ადუღეთ 20 წუთი. ღრმა სისხლჩაქცევების დროს დალიეთ თითო ჭიქა 20 წუთში ერთხელ, სანამ არ გათავდება. ხოლო შედარებით მსუბუქი სისხლჩაქცევების დროს მოიბანეთ ეს ადგილები გიორგელას თბილი ხსნარით, შემდეგ დაიფარეთ ხსნარით გაჟღენთილი ტამპონი და შეიხვიეთ. იმისთვის, რომ პროცედურა მაქსიმალურად ეფექტური იყოს, გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ.

სიცივე თუ სითბო

თუ ახლახან დაშავდით და ჯერ კიდევ არ გაქვთ სისხლჩაქცევა (სილურჯე), დაიდეთ რაიმე ცივი. ყველაზე კარგია, თუ ყინულის ნატეხებს დაიდებთ, რომელიც გახვეული იქნება პირსახოცში. სიცივე არ მიცემს სისხლჩაქცევას განვითარების საშუალებას. შემდეგ დღეს უკვე შეგიძლიათ, პერიოდულად ჩაიტაროთ დათბუნვის პროცედურები. დაზიანებულ ადგილას დაიდეთ თბილი მარილი ტომსიკაში. ამით თქვენი კანის ქსოვილები უფრო მალე აღდგება და სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება.

კომბოსტო

თუ უკვე გაქვთ დალურჯება, მაშინ აიღეთ კომბოსტო და მოაცილეთ რამდენიმე ფოთოლი. დაჭყლიტეთ ის თუნდაც ჩაქუქჩით, გაახვიეთ მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას.

ხახვის კომპრესი

აიღეთ ხახვი და გაასუფთავეთ, დაჭერით თხლად და დააყარეთ მას მარილი. მიღებული მასა გადატანეთ მარლაზე, გაახვიეთ მასში და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას. ასე გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ. გაითვალისწინეთ, რომ მისი კანზე გაჩერება 30 წუთზე მეტხანს არ შეიძლება. პროცედურის შემდეგ ხახვის უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, გამოიყენეთ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი ან ძმარი, შემდეგ კი საპნით კარგად დაიბანეთ.

მარილი

ჩაალბეთ ქსოვილი მარილის ხსნარში და შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი. შეიძლება შემდეგი ხერხის გამოყენებაც: აიღეთ 1 ჭიქა სუფრის მარილი და 1 ჭიქა 9-პროცენტიანი ძმარი. ჩაალბეთ ბამბა ხსნარში და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას 3-ჯერ დღეში 30 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებულია მსუბუქი მასაჟი დღეში რამდენჯერმე, მას შემდეგ, რაც ტკივილი და შეშუპება გაივლის.

მიზანშეწონილია ანტიოქსიდანტებით – A (რძის პროდუქტები, კვერცხი), C (კენკრა, ფორთოხალი) და E (თხილი, მზესუმზირა, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული) ვიტამინებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის მიღება.

სასურველია მოწევასა და ალკოჰოლზე უარის თქმა, განსაკუთრებით ტრავმის მიღებიდან პირველი სამი დღე.

ასევე, 24 საათის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.

მცირე ზომის კანქვეშა სისხლჩაქცევა იშვიათადაა საშიში, თუმცა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ორ კვირაზე მეტია აქვს კანქვეშა სისხლჩაქცევა აშკარა მიზეზის გარეშე, მიზანშეწონილია ექიმს მიმართოს. ექიმთან მისვლა საჭიროა მაშინაც, როდესაც სისხლჩაქცევას თან ახლავს:

* ძლიერი ტკივილი;

* სისხლი შარდში ან განავალში;

* ღრძილებიდან სისხლდენა;

* კიდურების შეშუპება;

* დროთა განმავლობაში სისხლჩაქცევის ირგვლივ კანის გამუქება;

* ცხელება;

* გულისრევა ან ღებინება;

* სისხლდენა;

* დიდი გამობერილობა, კოპი;

* თავბრუ ან გულის წასვლა;

* ძვლების ან სახსრების ტკივილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი