მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ მენსტრუალურ ტკივილს

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.02, 2023 წელი

მენსრტუალური ტკივილი
დაკოპირებულია

მენსტრუალური ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე აუტანელი ტკივილია. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება გავლენა იქონიოს სამუშაოზე, ცხოვრების წესსა და ურთიერთობებზე.

აკონტროლეთ ენდორფინების დონე – კრიტიკული დღეების დადგომისას ქალს იმდენად არ სურს უსიამოვნო შეგრძნებების გახსენება, რომ სულიერად და ფიზიკურად ძალაგამოცლილია. გახსოვდეთ, კარდიოვარჯიშებს შეუძლია ბეტა-ენდორფინის გამომუშავება, რაც სპაზმს ნაკლებად მტკივნეულს გახდის.

სწორი კვება – ყავასა და ტკბილის ჭამაზე უარის თქმა საჭირო არ არის. თუმცა, ჯობს, უპირატესობა მიანიჭოთ ხილს, ბოსტნეულსა და ცილას. დალიეთ წყალი. ყავამ შესაძლოა, ტკივილი გაგიმძაფროთ.

აკონტროლეთ ციკლი – თუ ტკივილგამაყუჩებელს სვამთ, სპაზმის დაწყებამდე დალიეთ. ისინი ტკივილის გამომწვევ მიზეზს შეარბილებს და ცოტათი უკეთესობას იგრძნობთ.

აკონტროლეთ სტრესი – სტრესი გვიმძაფრებს უსიამოვნო შეგრძნებებს და არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. სასურველია, დაკავდეთ სპორტით ან სასიამოვნო საქმიანობით, რაც ყურადღებას გადაგატანინებთ და ცოტათი დაგამშვიდებთ.

ივარჯიშეთ მსუბუქად და რეგულარულად – კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა ტკივილს ამცირებს. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იოგა. უამრავი ქალი ადასტურებს, რომ დისმენორეის დროს იოგას საკმაოდ კარგი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. დაწექით მუცელზე, ხელები ტანზე მიიკარით, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ, ხელისგულები მხრებქვეშ დაიწყვეთ. ძალიან ნელა ასწიეთ თავი და ახედეთ ჭერს. როცა თავს მაქსიმალურად მაღლა ასწევთ, ააყოლეთ მხრები და ზურგის ზედა ნაწილიც. მენჯი იატაკს არ ააცილოთ. გააკეთეთ ზნექი. ამ დროს მკლავები დაჭიმული არ უნდა გქონდეთ. შეყოვნდით ამ მდგომარეობაში, რამდენ ხანსაც შეძლებთ, მერე კი ძალიან ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ვარჯიშის შესრულებისას უნდა იგრძნოთ, რიგრიგობით როგორ იზნიქება უკან ხერხემლის თითოეული მალა. ვარჯიში გაიმეორეთ ორჯერ. მისი შესრულებისას თავისუფლად ისუნთქეთ.

მიიღეთ თბილი აბაზანა ან დაიდეთ მუცელზე თბილი წყლით სავსე სათბურა. არსებობს მოსაზრება, რომ სითბო საგრძნობლად ამცირებს ტკივილს, შესაძლოა, ტკივილგამაყუჩებელზე ეფექტურადაც.

მიირთვით ბევრი ხილი, მსუბუქად დამუშავებული ბოსტნეული და თევზი. თავი არიდეთ სახამებლით გაჯერებულ და ცხიმიან საკვებს – რძის პროდუქტებს, ხორცსა და კვერცხს. კვლევებმა აჩვენა, რომ E ვიტამინი, ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3, B1 და B6 ვიტამინები და მაგნეზია ტკივილს ეფექტურად ამცირებს.

ერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს.

მიირთვით მცენარეული ჩაი – ეს არის ჩაი, რომელსაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იღებდნენ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით. მეცნიერები, სხვა მცენარეულ ჩაისთან შედარებით უპირატესობას გვირილის ჩაის ანიჭებენ. ის შეიცავს გლიცინს, რომელიც ხსნის კუნთების სპაზმს და ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება.

ძილი – ექსპერტები გვირჩევენ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს ქალი უნდა დაწვეს ნაყოფის პოზაში. ასე ტკივილი შემცირდება და მას მშვიდი ძილის საშუალება მიეცემა.

ჰიდრატაცია – შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ბევრი წყლის მიღება საგრძნობლად ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს. თუმცა არ უნდა მიიღოთ ძალიან ცივი წყალი. ეფექტი მაშინ ექნება ბევრი წყლის მიღებას, თუ ის ოდნავ თბილი იქნება.

გაიკეთეთ მუცლის არეში მასაჟი ეთერზეთების გამოყენებით – კვლევა ამტკიცებს, რომ ეთერზეთებით მასაჟი ამცირებს ტკივილს. წაისვით ეთერზეთი მუცლის არეში და ხელის ნაზი და წრიული მოძრაობით დაიმუშავეთ. ნახავთ, ტკივილი შემცირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა