მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ კბილის ტკივილს

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.02, 2022 წელი

კბილის ტკივილი
დაკოპირებულია

კბილის ტკივილს შეგიძლიათ ხალხური საშუალებებითაც გაუმკლავდეთ:

ხახვი

ხახვს ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რომელსაც ტკივილის გამომწვევ ინფექციასთან ბრძოლა შეუძლია. დაღეჭეთ ხახვის პატარა ნაწილი და რამდენიმე წუთი დაელოდეთ, ტკივილი მაშინვე იკლებს. თუ მისი დაღეჭვა არ შეგიძლიათ, პატარა ნაჭერი იმ კბილზე დაიდეთ, რომელიც გტკივათ და ცოტა ხანს გაიჩერეთ.

ერთი ჭიქა მარილიანი თბილი წყალი კბილის ტკივილისგან გამოწვეულ ტანჯვას მოგიხსნით. ჩაყარეთ ნახევარი კოვზი სუფრის მარილი ერთ ჭიქა ცხელ წყალში და კარგად აურიეთ, დაელოდეთ, რომ ცოტა გაგრილდეს და შემდეგ რამდენჯერმე გამოივლეთ.

ვანილი – ვანილის ექსტრაქტი კბილის ტკივილის გასაყუჩებლად სახლის პირობებში მოსამზადებელი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამალია, რომელსაც დამამშვიდებელი თვისებაც აქვს. დაასველეთ ბამბა ვანილიან წყალში და დაიდეთ კბილზე. ეს მოქმედება რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ, რათა კბილის ტკივილი აღარ განმეორდეს.

მწვანილის წვენი – ბლენდერში მოამზადეთ ახალი მწვანილის წვენი და დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღეთ. მას პირის ღრუდან ბაქტერიებისა და ტოქსინების გამოდევნა შეუძლია, რაც კბილის ტკივილის საფრთხეს ამცირებს.

გუავას ფოთლები – გუავას ახალ ფოთლებს კბილის ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. მას ანთების საწინააღმდეგოდაც იყენებენ. აქვს ანტიმიკრობული თვისებაც. უბრალოდ, დაღეჭეთ გუავას ფოთლები ან მოხარშეთ მისი 5 ფოთოლი, გააცივეთ, დაამატეთ ცოტა მარილი და პირის ღრუში რამდენჯერმე გამოივლეთ.

მტკივნეული კბილის ამოღების შემდეგაც შესაძლოა, გარკვეული არასასიამოვნო შეგრძნებები გქონდეთ:

👉ტკივილი ჭრილობის არეში – ამოღების შემდეგ, როგორც წესი, ყველაზე მტკივნეული პერიოდი 1-2 საათია, როდესაც ანესთეზია გასვლას იწყებს. ზოგიერთ შემთხვევაში მცირე ტკივილები შესაძლოა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს – ამიტომ ნიშნავენ ექიმები ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს;

👉ჭრილობის ირგვლივ ღრძილის ან სახის რბილი ქსოვილების შესამჩნევი შესიება – შესიების მიზეზი კვლავ პოსტტრავმული ანთებაა. განსაკუთრებით ეს ეხება სიბრძნის კბილებს. თავის მაქსიმუმს შესიება აღწევს ოპერაციიდან 2-3 დღეს, ამისი ნუ შეგეშინდებათ. მაგრამ აუცილებელია შესიების კონტროლი, თუკი იგრძნობთ სიტუაციის გაუარესებას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;

👉პირის გაღების გაძნელება, ტკივილი ყლაპვის დროს – განსაკუთრებით ხშირად ახლავს სიბრძნის კბილების ექსტრაქციას, რაც დაკავშირებულია მათ ანატომიურ მდებარეობასთან. პირის გაღების გაძნელება ვითარდება, თუკი პოსტტრავმული შესიება საღეჭ კუნთებზე გავრცელდება. როგორც წესი, ამოღებიდან მესამე-მეოთხე დღეს სიტუაცია უმჯობესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმს უნდა მიმართოთ;

👉საღამოს საათებში ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე – ამასთან, ღამით ტემპერატურა მაქსიმალურია, ხოლო დილისკენ ნორმალური ან ოდნავ მომატებული. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ორგანიზმი ებრძვის და ერევა წარმოქმნილ ანთებას. აღნიშნულ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურა უნდა განვიხილოთ არა როგორც პათოლოგია, არამედ, როგორც ორგანიზმის დაცვითი რეაქცია. ტემპერატურა უნდა აკონტროლოთ დღეში ორჯერ, ერთსა და იმავე დროს. შედეგები აუცილებლად უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს;

თუ პროფესიონალის მითითებებს სწორად დაიცავთ, ყველა ეს უსიამოვნო შეგრძნება 6-10 დღეში გაივლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა