მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ გულისრევას

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.06, 2021 წელი

გულისრევა
დაკოპირებულია

გულისრევა კუჭსა და ხახაში გაჩენილი საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელსაც შესაძლოა, თან ახლდეს სისუსტე, თავბრუ, გაძლიერებული ნერწყვდენა და ოფლდენა. ღებინება რთული რეფლექსური აქტია, რომლის დროსაც კუჭის შიგთავსი საყლაპავიდან ზევით – პირის ღრუში ამოიტყორცნება. ყოველივე ეს კუჭის ქვედა ნაწილებში გაძლიერებული პერისტალტიკის, ზედა ნაწილებისა და საყლაპავის მოდუნების, დიაფრაგმისა და მუცლის კედლის კუნთების ერთდროული შეკუმშვის შედეგია. გულისრევა და ღებინება უმეტესად არ არის საშიში ორგანიზმისთვის, თუმცა ხანგრძლივი ღებინება, რომელსაც დიარეაც ერთვის, სერიოზული საფრთხის შემცველია, რადგან იწვევს გაუწყლოებას და მწყობრიდან გამოჰყავს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოთა და სისტემათა ფუნქციები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თავის ტვინი, თირკმელები და სხვა.

გულისრევა და ღებინება ყველაზე ხშირად აწუხებთ:

* სკოლამდელი ასაკის ბავშვებს;

* ორსულებს;

* ონკოლოგიურ პაციენტებს ანტისიმსივნური თერაპიის პერიოდში;

* საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს;

* ფსიქოემოციური წრის სხვადასხვა ტიპის დაღვევის მქონე პირებს.

ჯინჯეროთერაპია:

ჯინჯერი ამსუბუქებს გულისრევას. განსაკუთრებით ეფექტურია ორსულთა ტოქსიკოზის დროს. კარგია ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული ღებინების დროსაც – შედეგი ერთიორად უკეთესი იქნება, თუ მას ღებინების საწინააღმდეგო ტრადიციულ პრეპარატებთან ერთად მიიღებთ.

შეიძლება როგორც ცოცხალი ჯანჯაფილის, ისე მისი გამომშრალი ფესვის, ტაბლეტების, კაფსულების, ჩაის, ექსტრაქტის გამოყენება.

გაითვალისწინეთ, რომ სუსტი გვერდითი ეფექტები ჯანჯაფილსაც ახასიათებს – მუცლის არეში დისკომფორტი, გულძმარვა, მეტეორიზმი. ჯანჯაფილის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ მათ, ვისაც ნაღველკენჭოვანი დაავადება აქვს, რადგან მცენარე ნაღვლის დენას აძლიერებს.

გამოფიტვის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კვების ხასიათიც. აქ BRAT დიეტა დაგეხმარებათ:

B (Bananas) – ბანანი, R (Rice) – ბრინჯი, (Apple souse) – ვაშლის სოუსი, T (Toast) – ტოსტი.

BRAT დიეტა რეკომენდებულია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც. ჩამოთვლილი პროდუქტები ერთმანეთს კარგად ეწყობა – ღარიბია უჯრედისით. მართალია, უჯრედისის შემცველი საკვები ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, მაგრამ დიარეისა და ღებინების დროს ვითარებას ამძიმებს, ამიტომ ჯობს, მწვავე პერიოდში უჯრედისს მოერიდოთ.

BRAT დიეტა არ შეიცავს ცხიმს, ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია. ერთი სიტყვით, დაგეხმარებათ, შეივსოთ იმ საკვები ნივთიერებების მარაგი, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელია და ღებინებისა თუ დიარეის დროს დაკარგეთ, ამასთან, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს, რაც ამ დროს ერთიორად დასაფასებელია. ამბობენ, რომ BRAT დიეტა განსაზღვრულ შემთხვევებში ორსულთა ტოქსიკოზსაც კი ამსუბუქებს.

დაიწყეთ სითხით – სვით ყლუპ-ყლუპად. დაელოდეთ, სანამ ღებინების გარეშე შეგეძლებათ მაგარი საკვების მიღება. შემდეგ მიიღეთ BRAT დიეტის პროდუქტები. გახსოვდეთ, ეს დიეტა ყველა საჭირო ელემენტით ვერ მოგამარაგებთ! ღებინებიდან 24-48 საათი რომ გავა, რაციონში ხილი და ბოსტნეული უნდა ჩართოთ.

დიარეისა და ღებინების დროს კარგია ელექტროლიტების შემცველი ხსნარიც.

❗არ არის რეკომენდებული რძის ნაწარმი, ტკბილი და ცხიმიანი საკვები.

❗BRAT დიეტა არ არის რეკომენდებული შეუჩერებელი ღებინების დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა