მედიცინა

როგორ გავათავისუფლოთ ორგანიზმი ზედმეტი წყლისა და შეშუპებისგან

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.04, 2023 წელი

ორგანიზმის შეშუპება
დაკოპირებულია

სითხის შეკავების თანხმლები მოვლენაა წონის მატება. მას იწვევს არაჯანსაღი კალორიების ჭარბი რაოდენობა, რომლებიც გაჯერებულია ნატრიუმით. საბედნიეროდ, წონაში დაკლებისა და სხეულიდან ზედმეტი სითხის მოშორების რამდენიმე გზა არსებობს.

ოხრახუშის ჩაი – ის შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, C და K ვიტამინებს, მინერალებს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს და ფლავონიდს ანტიოქსიდანტს. ოხრახუში მიიჩნევა ბუნებრივ შარდმდენ საშუალებად, რომელსაც შეუძლია, თქვენი ორგანიზმი გაწმინდოს ჭარბი სითხისგან ისე, რომ არ გამოფიტოს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებისგან.

საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი:

✔️დაჭრილი ოხრახუში 5 სადილის კოვზი;

✔️ წყალი 1 ლიტრი.

წყალი გააცხელეთ, დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და გააჩერეთ 20 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და გამწმენდი სითხეც მზად არის. სურვილისამებრ შეგიძლიათ თაფლით დაატკბოთ. სვით ის პატარ-პატარა ყლუპებით. მიიღეთ ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი შეისვენეთ, მინიმუმ, 2 კვირით.

როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას

დაიწყეთ კვებით: მარილი და რაფინირებული ნახშირწყლები - აი, რა უნდა გამორიცხოთ პირველ რიგში ან შეამციროთ დოზები. ასევე, სასურველია, რაციონიდან ამოიღოთ ცხარე საკვები.

ნუ დაივიწყებთ ვიტამინებსა და მინერალებს

შეშუპება სიგნალია იმისა, რომ ორგანიზმი საჭიროებს დიდი რაოდენობით ახალ ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს. მიირთვით კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.

მეტი მოძრაობა

ცხოვრების უმოძრაო წესს ჯერ არავისთვის მოუტანია სარგებელი. ეცადეთ ფეხით მეტი იაროთ, ივარჯიშეთ დილაობით. ფიზიკური აქტივობა „წურავს“ ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან.

შეშუპების გამო წყალზე უარს ნუ იტყვით

ცნობილია, რომ დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ. თუმცა, ეს დოზა მთელ დღეზე უნდა გადაანაწილოთ.

პროდუქტები, რომელთაც ყველაზე სწრაფად გამოჰყავთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან:

ბრინჯისა და შვრიის ფაფა – ორივე ეს პროდუქტი ძალიან ეფექტურია ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად. ბრინჯი შეიცავს მცირე რაოდენობით ნატრიუმს (რომელიც აკავებს წყალს) და დიდი რაოდენობით კალიუმს – რომელსაც გამოჰყავს მარილი. პროფესიონალი სპორტსმენები მნიშვნელოვანი ასპარეზობების წინ, უწყობენ საკუთარ თავს განტვირთვას და რამდღენიმე დღის განმავლობაში მიირთმევენ მხოლოდ უმარილო ბრინჯის ან შვრიის ფაფას.

საზამთრო – ზაფხულის პერიოდში საზამთრო ძალიან სასარგებლოა. მას არა მხოლოდ გამოაქვს სითხე ორგანიზმიდან, არამედ წმენდს თირკმელებს და აუმჯობესებს მათ მუშაობას. ზედმეტი სითხის გამოდევნას, ასევე, ხელს უწყობს ნესვი და კიტრი. შეეცადეთ და კვირაში ერთხელ მოაწყვეთ საზამთროს ან კიტრის დღეები.

ახალი ხილი და ბოსტნეული – არ შეიცავს მარილს. რაც უფრო მეტი რაოდენობით მიირთმევთ მათ, მით უფრო გაუმჯობესდება ორგანიზმში მარილის ბალანსი. შეშუპებების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურია ჭარხალი და კომბოსტო.

მწვანე ჩაი და კარკადე – ორივე პროდუქტი ცნობილია, როგორც მარტივი შარდმდენი საშუალება, განსხვავებით შავი ჩაისგან. ამიტომ, შეეცადეთ, ხშირად მიიღოთ დიდი რაოდენობით.

კალიუმით მდიდარი სხვა პროდუქტები – გოგრა, ყაბაყი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ვაშლი, გარგარი, მდოგვი, არაქისი, ზღვის კომბოსტო, ბარდა, ნუში, ქიშმიში, თხილი, კედრის მარცვლები, ნიგოზი, ჩირი და სხვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა