მედიცინა

როგორ დავიცვათ ზაფხულში ორგანიზმი მაღალი ტემპერატურისგან

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.08

ზაფხული
დაკოპირებულია

ზაფხულის მაღალი ტემპერატურისგან ორგანიზმის დასაცავად მნიშვნელოვანია რამდენიმე მარტივი, მაგრამ ეფექტური რეკომენდაციის გათვალისწინება. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.

სითხის მიღება და კვება

* მიიღეთ ბევრი სითხე: ეს არის მთავარი წესი. რეგულარულად დალიეთ წყალი, მაშინაც კი, თუ არ გწყურიათ. მოერიდეთ ტკბილ, გაზიან სასმელებს, კოფეინსა და ალკოჰოლს, რადგან ისინი გაუწყლოებას უწყობენ ხელს;

* მიირთვით მსუბუქი საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც წყლით მდიდარია. მოერიდეთ მძიმე, ცხიმიან და ცილებით მდიდარ საკვებს, რადგან მისი მონელება ორგანიზმს დამატებით ენერგიასა და სითბოს გამოყოფას აიძულებს;

* ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით.

გარემოს გაგრილება

* შეინარჩუნეთ სიგრილე სახლში – დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მზის მხარეს, დახურეთ ფანჯრები, დარაბები და ფარდები, რათა მზის სხივები არ შემოვიდეს;

* ღამით, როცა ტემპერატურა ეცემა, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ სახლი;

* თუ კონდიციონერი არ გაქვთ, ფანჯრებთან სველი პირსახოცების ჩამოკიდება დაგეხმარებათ სახლის დატენიანებასა და გაგრილებაში;

* გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება, რადგან ისინი სითბოს გამოყოფენ.

მოერიდეთ სიცხეს გარეთ

* ეცადეთ, დღის ყველაზე ცხელ საათებში (დაახლოებით 11:00-დან 17:00-მდე) თავი შეიკავოთ გარეთ გასვლისგან;

* თუ მაინც გიწევთ გასვლა, იარეთ ჩრდილში;

* გამოიყენეთ ქუდი, კეპი ან ქოლგა;

* ატარეთ მზის სათვალე.

ჩაცმულობა და ჰიგიენა

* ატარეთ მსუბუქი ტანსაცმელი: შეარჩიეთ ღია ფერის, თავისუფალი, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული (ბამბა) თეთრეული და ტანსაცმელი, რაც ოფლის აორთქლებას შეუწყობს ხელს;

* ხშირად მიიღეთ გრილი შხაპი ან დაისველეთ კანი ნოტიო ტილოთი;

* გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება – SPF 30 ან მეტი. ის გიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, თუმცა გადახურებისგან ვერ დაგიცავს.

ფიზიკური აქტივობა

* სიცხეში მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას. თუ აუცილებელია, ივარჯიშეთ დილით ადრე ან გვიან საღამოს;

* ხშირად შეისვენეთ და მიეცით საშუალება ორგანიზმს, გაგრილდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილე

* არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები დახურულ მანქანაში: ტემპერატურა მანქანაში ძალიან სწრაფად იმატებს და სიცოცხლისთვის საშიში ხდება.

* გაითვალისწინეთ რისკ-ჯგუფები: ხანდაზმულები (60-75 წელს ზემოთ), ახალშობილები და ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, თირკმელების დაავადებები, დიაბეტი) მქონე პირები უფრო მოწყვლადები არიან სიცხის მიმართ. მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

იცოდეთ გადახურების ნიშნები: სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ძლიერი წყურვილი, შარდის შეკავება, გახშირებული სუნთქვა, დაბუჟება, კუნთის სპაზმი. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დაკავშირება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა