მედიცინა

როგორ დავიამოთ კბილის ტკივილი

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.03, 2023 წელი

კბილის ტკივილი
დაკოპირებულია

ეფექტური საშუალება კბილის ტკივილის დროს არის მარილიანი წყალი. მარილიანი თბილი სავლები წამში გააყუჩებს ტკივილს. მარილი ებრძვის დაავადების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს, შესაბამისად დისკომფორტიც გაქრება. სტომატოლოგები იძლევიან რეკომენდაციას მარილიანი თბილი წყლის სავლები ყოველი ჭამის შემდეგ მოვიხმაროთ, ეს კარგია კბილების ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის.

წყალბადის ზეჟანგს, ისევე როგორც მარილს, დეზინფექციის უნარი აქვს, რაც ხელს უწყობს ტკივილის განეიტრალებას.

დაღეჭეთ ნიორი – ეს მეთოდი მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. და, ზოგადად, საკმაოდ გონივრული მეთოდია. ნიორი არა მხოლოდ ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ანთებას, არამედ ამსუბუქებს ტკივილსაც.

👉კბილის ტკივილი გაგივლით, თუ დაღეჭავთ ახალი თავშავას ყვავილებს და 5 წუთი გაიჩერებთ პირის ღრუში;

👉პირშუშხას ნაყენის პირში გამოვლება პირის ღრუს წმენდს და კბილის ტკივილსაც აყუჩებს;

👉კბილის ტკივილი გაგიყუჩდებათ, თუ ხახვის ფაფას დოლბანდში გაახვევთ და მიიდებთ ყურზე მტკივანი კბილის საწინააღმდეგო მხარეს;

👉 კბილის ტკივილი გაგივლით, თუ მტკივანი კბილის ღრძილში კოთხუჯის ფესვის სპირტხსნარს შეიზელთ;

👉კბილის ტკივილის დროს ეფექტურ საშუალებად ითვლება ვანილის კრისტალები. თუ მათ მტკივან კბილზე მოიყრით, ტკივილი ცოტა ხანში გაქრება და შეშუპებასაც დააცხრობს;

👉ეფექტური საშუალებაა ყინულის კუბიკი, რომელიც ცერა და საჩვენებელი თითების შემაერთებელ ძვალზე უნდა დაიდოთ 5–7 წუთის განმავლობაში. ეს მოქმედებს ნერვულ იმპულსებზე და შესაბამისად, კბილის ტკივილიც ქრება;

👉ხახვს აქვს ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ ის მარტივად დაგეხმარებათ კბილის ტკივილის დაძლევაში. კბილის ტკივილის პირველივე ნიშნებზე, ჩაღეჭეთ უმი ხახვი რამდენიმე წუთის განმავლობაში და კბილის ტკივილიც გაივლის. ხახვის უმად ჩაღეჭვა არც ისე მარტივია, ამიტომ თუ ამას ვერ შეძლებთ, მაშინ მოჭერით სასურველ ზომაზე და დაიდეთ დაზიანებულ კბილსა და ღრძილზე;

👉გაიხეხეთ კბილები (ან კბილის ჩხირით გაისუფთავეთ), ღრულში ანალგინის ნატეხი ჩაიდეთ და ბამბის პატარა ტამპონით დაიფარეთ;

👉თანაბარი რაოდენობით კარგად აურიეთ ერთმანეთში მარილი, გახეხილი ნიორი და ხახვი და მიღებული მასა ჩაიდეთ მტკივანი კბილის ღრმულში. დაიფარეთ ბამბის პატარა ტამპონით;

👉კბილის ტკივილს დაგიამებთ სალბის ნაყენი რამდენჯერმე, რაც შეიძლება, დიდხანს ჩაიგუბეთ მტკივანი კბილის მხარეს;

👉თუ კბილი მარცხენა მხარეს გტკივათ, ერთი კბილი ნიორი გაჭერით შუაზე და მარჯვენა მაჯაზე ზუსტად იმ ადგილას დაიდეთ, სადაც პულსი გესინჯებათ. თუ კბილი მარჯვენა მხარეს გტკივათ, ნიორი მარცხენა მაჯაზე დაიდეთ – დაიმაგრეთ ბინტით ან ლეიკოპლასტით;

👉მიხაკი ევგენოლს შეიცავს, რაც სასარგებლოა პირის ღრუსთვის. კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც კბილის ამოღების შემდეგ ევგენოლს იყენებდნენ ღრძილებისა და პირის ღრუს სამკურნალოდ, ნაკლებად განუვითარდათ ანთება. ეს ნივთიერება ისე მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი. გაღეჭეთ მიხაკი ან დაფქვით, წყალში შეურიეთ და მიღებული მასა მტკივნეულ ადგილას წაისვით;

👉პიტნის ჩაი – გამოივლეთ პიტნის ნაყენი ან გაღეჭეთ ნედლი. ის ანტიბაქტერიულია, შეიცავს მენთოლს – გაგიბუჟებთ და შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი