როგორ დავემშვიდობოთ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზას რამდენიმე წამში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 13:52 06.07, 2023 წელი
რამდენიმე თვის წინ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფემტო ექსიმერული ლაზერის ულტრათანამედროვე აპარატი დაიდგა და პაციენტებს მხედველობის ლაზერული კორექციის უსწრაფეს მეთოდს სთავაზობს. ამ სიახლის შესახებ დეტალურად ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე გვესაუბრა, რომელსაც ათწლიანი ქირურგიული გამოცდილება აქვს და ქირურგიაში მისი მიმართულებები მოიცავს ვიტრეორეტინალურ, კატარაქტისა და რეფრაქციულ ქირურგიას.
შოთა თადუმაძე: მხედველობის სიმახვილის ლაზერული კორექციის დროს ქირურგიული გზით, ლაზერის საშუალებით იცვლება თვალის წინა მონაკვეთის, რქოვანას ფორმა. ამ მეთოდის გამოყენებით, ადამიანები, ვინც სათვალეს ან კონტაქტური ლინზას იყენებენ, სამუდამოდ თავისუფლდებიან მათი საიჭიროებისგან. ჩვენთან კორექცია წარიმართება მხოლოდ და მხოლოდ ლაზერის გამოყენებით, ეგრეთ წოდებული, უდანო მეთოდით, რაც თავის თავში გულისხმობს ფემტო და ექსიმერ ლაზერულ კორექციას. ოპერაციის პირველ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში გამოიყენება არა, ეგრეთ წოდებული, მიკროკერატომი, არამედ ფემტო ლაზერი, რაც ოპერაციის მსვლელობას გაცილებით უსაფრთხოს ხდის, ბევრად პროგნოზირებადია და გართულების რისკი პრაქტიკულად არ გააჩნია.
–რა პრობლემის მქონე ადამიანებს სჭირდებათ სათვალე ან კონტაქტური ლინზა?
–_ესენი არიან ადამიანები, ეგრეთ წოდებული, რეფრაქციული მანკით, იგივე, ახლომხედველობით, შორსმხედველობით და ასტიგმატიზმით. ოპერაციამდე სრულყოფილად ვიკვლევთ თვალს, განვსაზღვრავთ, რამდენად კარგი კანდიდატია პაციენტი ამ ოპერაციისთვის, ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება, თავი შევიკავოთ ოპერაციისგან.
–რა შემთხვევა შეიძლება იყოს ეს?
–_პირველ რიგში, ოპერაციას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ჩვენ არ ვატარებთ ამ ოპერაციას ზრდასრული ასაკის მიღწევამდე. მეორე, ეს არის თვალის გარკვეული დაავადებები და უშუალოდ თვალის ანატომიური თავისებურებები, კერძოდ, თვალის წინა ნაწილის რქოვანას სისქე, იშვიათ შემთხვევებში, თუკი რქოვანა თხელია, მასზე ლაზერის ზემოქმედება არ არის რეკომენდებული.
–როგორია წინასაოპერაციო პერიოდი?
–_წინასაოპერაციოდ დეტალურად ვიკვლევთ თვალს, მეორე ეტაპად იგეგმება ოპერაცია, პაციენტის მონაცემების დამუშავება ხდება მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატურით და მასთან დაკავშირებული ლაზერული აპარატით სრულდება ქირურგიული ჩარევა. უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი სრულდება წინასწარ დაპროგრამებული აპარატის საშუალებით, ქირურგის მხრიდან ხელით სამუშაო მინიმალურია და შესაბამისად, შეცდომის დაშვებისა და გართულების რისკი – ძალზე დაბალი.
– რა არის ამ აპარატის უპირატესობა წინა მოდელებთან შედარებით?
– მისი უპირატესობა ისაა, რომ ბევრად სწრაფია – მკურნალობა მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება, თუ წინა მოდელით ოპერაციის ხანგრძლივობა 10–30 წამი იყო, ამ აპარატით ეს დრო 2.5 ჯერ ნაკლებია. გაუმჯობესებული აქვს რქოვანას ფორმის ცვლილების ალგორითმი და ეგრეთ წოდებული, თვალის ტრეკინგის, რაც თავის მხრივ შედეგზეც ახდენს გავლენას.
– რა დისკომფორტი ახლავს ოპერაციის პროცესს?
–ოპერაცია სრულიად უმტკივნეულოა, არ გამოიყენება არც ზოგადი ანესთეზია, არც ნემსი, მხოლოდ თვალის წვეთების საშუალებით ხდება გაყუჩება. პაციენტს ღვიძავს, ვერ გრძნობს ვერაფერს, გარდა თვალზე მსუბუქი შეხებისა. იმ დღესვე მიდის სახლში და მეორე დღეს შეუძლია, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
– ოპერაციიდან რამდენ ხანში დგება შედეგი?
– დაახლოებით 4–6 საათში პაციენტები ამჩნევენ მხედველობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ოპერაციის მეორე დღესვე მხედველობა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო ოპერაციამდე სათვალით. როგორც მოგახსენეთ ახალ აპარატს აქვს გაუმჯობესებული ალგორითმი, რომელიც გარდა პროცენტული მხედველობისა, ასევე აუმჯობესებს უშუალოდ ხარისხობრივ მხედველობასაც და შემცირებულია, ეგრეთ წოდებული, აბერაციების რიცხვი. ნაოპერაციები პაციენტები აღნიშნავენ კონტრასტული მხედველობის გაუმჯობესებასაც.
– რა შეზღუდვები აქვთ პაციენტებს პოსტოპერაციულად?
– –შეზღუდვები ძალიან მინიმალურია – ერთი კვირის განმავლობაში არ შეიძლება თვალის მოსრესვა, წყლის მოხვედრა თვალში, თვალის გარშემო მაკიაჟის მოხმარება.
– ზედა ასაკობრივი ზღვარი თუ აქვს ამ ოპერაციას?
– ოპერაციას ზედა ზღვარი არ აქვს, თუმცა, მისი გაკეთება აზრს კარგავს, როდესაც პაციენტი მიაღწევს პოტენციურ კატარაქტის ასაკს, როდესაც ბუნებრივად თვალის შიგნით ხდება ბროლის შემღვრევა. კატარაქტის დროს ლაზერული კორექცია აღარ არის ნაჩვენები. ყველა სხვა შემთხვევაში ზედა ასაკობრივი ზღვარი, პრაქტიკულად, არ არსებობს.
– ოპერაციის ძალიან მინიმალური ხანგრძლივობა, ალბათ, არ გზღუდავთ რაოდენობაში.
–_დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ოპერაცია კეთდება იქიდან გამომდინარე, რომ ხანმოკლეა და ტექნიკურად შესაძლებელია, რომ რაოდენობრივად ბევრი ჩატარდეს. ექიმი არ იღლება, იმიტომ რომ პრაქტიკულად, ყველაფერს წინასწარ დაპროგრამებული ეს უნიკალური აპარატი ასრულებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





