მედიცინა

როგორ დავეხმაროთ კუჭ-ნაწლავს

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.01, 2023 წელი

კუჭ-ნაწლავის პრობლემები
დაკოპირებულია

არასდროს ჭამოთ საჭმელი, როცა ჩქარობთ. ცუდად გადამუშავებული ლუკმები საჭმლის მომნელებელ სისტემას აჩქარებულ რეჟიმში მუშაობას აიძულებს, რაც წარმოქმნის გაზებს, მუცლის შებერილობას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს. გაიხადეთ ჩვევად, ჭამოთ ნელა, კომფორტულად, მშვიდ გარემოში და ნუ მოცდებით ჭამის დროს სმარტფონზე, ან ტელევიზორის ყურებაზე.

ნახშირწყლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუჭისა და ნაწლავების გაწმენდაში. საკვები ბოჭკოები გაივლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და გამოდევნის ნარჩენებსა და ტოქსინებს. ბოჭკოს საუკეთესო წყაროა: ხილი, ბოსტნეული, მთელმარცვლოვანი ფაფები და პარკოსნები.

დარიჩინი, გვირილა, კოჭა (ჯანჯაფილი), კურკუმა, ქინძი აღძრავს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების მონელებას და ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან. დაუმატეთ ისინი საჭმელს ხშირად, განსაკუთრებით კი რთულად მონელებადში, როგორიცაა: ლობიო, ხორცი, ფრინველი, სოკო, ცხიმიანი საკვები.

ჭამის წინ ძალიან სასარგებლოა ჯანჯაფილის პატარა ნაჭრის შეჭმა, ან მისი ნაყენის დალევა. ის წვავს ცხიმს და ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. ანეიტრალებს მუცელში დაგროვილ ტოქსინებს.

ცილოვანი საკვების შემდეგ: ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, სოკო. არ მიიღოთ სითხეები, განსაკუთრებით ტკბილი. ამის დროს ხდება კუჭის წვენის შეზავება, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას.

ჭამის შემდეგ ძალიან კარგია გვირილის ჩაი. ის ააქტიურებს მეტაბოლიზმს, კურნავს გასტრიტს და მუცლის შებერილობას. ასევე, ანეიტრალებს მედიკამენტებით გამოწვეულ ზიანს ნაწლავებში.

არ მიირთვათ ტკბილეული ძირითადი ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით ცილოვანი.

არ მიიღოთ ცილები და ნახშირმჟავები ერთად. ცილებს გადამუშავებისთვის სჭირდება მჟავე გარემო, ხოლო ნახშირმჟავებს - ტუტე. კუჭს არ შეუძლია ასე სწრაფად გადაერთოს და ორივეს ერთდროული მიღებისას, საჭმლის მონელება ბოლომდე არ ხდება. ცილოვანი საკვები იწყებს ლპობას კუჭში, ხოლო საკვები, რომელიც შეიცავს ნახშირმჟავებს, დუღდება.

არ ჭამოთ ხილი უშუალოდ საკვების მიღების შემდეგ. ხილი უნდა მიიღოთ ან როგორც ცალკე საკვები ან ჭამის წინ.

👉 სადღესასწაულო სუფრის მოლოდინში მთელი დღე ნუ იშიმშილებთ, რათა საღამოს სუფრას „ცარიელი კუჭით“ მიუსხდეთ - თუ მთელი დღის ნაშიმშილევი საღამოს ნოყიერად ივახშმებთ და ალკოჰოლსაც დააყოლებთ, დიდია რისკი, დღესასწაული მალე დასრულდეს და ქოლეცისიტიტის ან პანკრეატიტის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდეთ.

👉ნუ იჩქარებთ ყველა კერძის ერთდროულად გასინჯვას. ეცადეთ, ნელა მიირთვათ, ერთი კერძიდან მეორემდე კი მცირე ინტერვალი მაინც დაიცვათ. ეს მონელებას გაგიადვილებთ.

👉აცადეთ, მინერალურ წყალს გაზი გაუვიდეს და მერე დალიეთ. და საერთოდ, გაზიან სასმელებს ნუ მიეძალებით.

👉არ დაივიწყოთ, რომ სუფრიდან ადგომისთანავე წამოწოლა არ არის რეკომენდებული, სავსე კუჭით დაწოლისას საგრძნობლად იზრდება რეფლუქსის განვითარების ალბათობა. თუ გულძმარვა ხშირად გაწუხებთ, ურიგო არ იქნება, ძილის წინ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღოთ.

👉დღესასწაულის მომდევნო დილით „ფორმაში სწრაფად ჩასადგომად“ ნუ დალევთ დიდი რაოდენობით მუქ ჩაის და ყავას, განსაკუთრებით - თუ მაღალი წნევა და არითმია გაქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი