მედიცინა

როგორ დავეხმაროთ გაჭედილ ცხვირს სახლის პირობებშიც

№50

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.12, 2022 წელი

გაჭედილი ცხვირი
დაკოპირებულია

ფიზიოლოგიური ხსნარის მრავალმხრივი გამოყენების შესახებ ალბათ ყველა მშობელს სმენია. მედიცინაში მას საკმაოდ ხშირად და მრავალფუნქციურად იყენებენ - ყურის, ცხვირის, თვალის, პირის ღრუსა და სხვა პრობლემების დროს. თუმცა ოჯახში ყველაზე პოპულარული ის გაციებისა და სურდოს დროს არის.

ცხვირში ჩაწვეთებით თუ ინჰალაციის გზით მიღებულ ამ ხსნარს დიდი ეფექტი აქვს და თანაც, თუ დოზებს არ გადავაჭარბებთ, არაფერს აზიანებს.

ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე.

თავდაპირველად აწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. მერე შეგიძლიათ, 2-საათიანი შუალედებით.

ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება 4-5 დღე შეიძლება.

ხსნარის ჩაწვეთების დროს ბავშვს თავი მაღლა არ უნდა ააწევინოთ, რადგან წვეთებს ორგანიზმში შეიწოვისა და საყლაპავ მილში გადასვლის კი არა, მხოლოდ ცხვირის ნესტოს გამასუფთავებელი ფუნქცია აქვს და ლორწოსთან ერთად გარეთ უნდა გამოვიდეს.

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიენება ხელს უშლის გრიპისა და გაციების გამომწვევი ვირუსების შეღწევას სასუნთქ სისტემაში. ამიტომ, ფიზიოლოგიური ხსნარი გაციების პირველი ნიშნებისთანავე შეგიძლიათ, პროფილაქტიკისთვის გამოიყენოთ.

ფიზიოლოგიური ხსნარი სახლის პირობებშიც შეიძლება მომზადდეს:

1 ჩაის კოვზი სუფრის სუფთა მარილი ან ნახევარი ჩაის კოვზი ზღვის მარილი გახსენით 1 ლიტრ ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში. ჩაასხით ცხვირის წვეთების ფლაკონში და გამოიყენეთ ცხვირის ნესტოების გასასუფთავებლად ან ინჰალაციისთვის.

ორთქლით ინჰალაცია უშუალოდ ლორწოვანზე ზემოქმედების საუკეთესო მეთოდია.

ის ხელს უწყობს სქელი ლორწოს გამოყოფას და ინფექციას სპობს. კარგია გვირილის, პიტნის, ევკალიპტის, ლავანდის, ფიჭვის ზეთები.

ეფექტურია სხვადასხვა ზეთის კომბინირება და მათი მონაცვლეობა. მწვავე სინუსიტის დროს ინჰალაცია უნდა ჩატარდეს დღეში 4-ჯერ.

როცა სიმპტომები შესუსტდება, პროცედურების რაოდენობა თანდათან დღეში ერთამდე შემცირდება, მაგრამ არ შეწყდება, სანამ არ გაიწმინდება ღრუები.

👉ბავშებისთვის სინუსების გასაწმენდად შეიძლება გამოიყენოთ ახალგამოწურული ჭარხლის წვენი - 1-2 წვეთი ცხვირში, დღეში 2-3-ჯერ. შემდეგ ცხვირი თბილი წყლით გამოურეცხეთ და კარგად მოხოცეთ.

👉მოზრდილებმა ცხვირში გამოისვით ბლომად თაფლი, ნესტოებში ჩაიდეთ თაფლში დასველებული ბამბა ან დოლბანდი. ცხვირის ფუძეზე თვალების სიახლოვეს დაიფინეთ ტილო და აქეთ-იქიდან დაიდეთ კარგად მოხარშული ცხელი კვერცხი, ზემოდან გადაიფარეთ პირსახოცი და გაიჩერეთ გაგრილებამდე. თაფლი გადნება და ნელ-ნელა ცხვირ-ხახაში გადავა. ფრთხილად გადმოაფურთხეთ ხელსახოცზე.

👉3 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მილილიტრი თბილი წყალი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ან შაქარი. დააყენეთ ნახევარი საათით და ჩაიწვეთეთ ცხვირში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა