მედიცინა

როგორ ავირიდოთ თრომბი

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.02, 2021 წელი

თრომბი
დაკოპირებულია

შესქელებული სისხლი  საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. როცა თრომბოზის განვითარების რისკი იზრდება, ვარიკოზული ვენების ალბათობაც მაღალია. 

თუ ეჭვობთ, რომ ბლანტი სისხლი გაქვთ, რასაკვირველია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, მაგრამ გახსოვდეთ ისიც, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონს. პროდუქტების დახმარებით შეგიძლიათ, გააუმჯობესოთ სისხლის კოაგულაცია და დაიცვათ თავი თრომბოზისგან, ან, პირიქით, გაიუარესოთ მდგომარეობა. მიიღეთ ის პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შეთხელებას.

უპირველესად – წყალი. ჩვენს ორგანიზმში 70 პროცენტი წყალია, სისხლს აუცილებლად სჭირდება ნორმალური წყლის ბალანსი. ამიტომ, ვარიკოზული ვენების და სხვა პრობლემების პირველი ნიშნებისთანავე უნდა დაფიქრდეთ, სვამთ თუ არა წყალს საკმარისი ოდენობით. დღეში 2-2, 5 ლიტრი – საშუალო ნორმაა, თუ თქვენი წონა მეტია, 3 ლიტრი დაგჭირდებათ.
ხურმა ათხელებს სისხლს, ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას, აძლიერებს სისხლძარღვებსა და აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინს. გაითვალისწინეთ და მიირთვით სეზონურად.
სელის ზეთი შეიცავს უამრავ საჭირო ცხიმით გაჯერებულ მჟავას და E ვიტამინს. მას, ასევე, სისხლძარღვების ელასტიკურობის აღდგენის უნარიც აქვს.
გახსოვდეთ, რომ ნიორი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელს უწყობს სისხლის შედედების რეზორბციას.
ჟოლო იმავე ნივთიერებას შეიცავს, რასაც ასპირინი და რომელიც სისხლის სიბლანტის შესამცირებლად გამოიყენება. თუმცა, ასპირინი უარყოფითად მოქმედებს კუჭსა და ლორწოვან გარსებზე, რაც არ ახასიათებს ჟოლოს. ამიტომ ჭამეთ ჟოლო ან მიირთვით ჟოლოს ჯემი. სასარგებლოა ასევე ჟოლოსა და მაყვლის ფოთლების ნაყენი.
ზღვის კომბოსტო იოდის შემცველი პროდუქტია. ის ძალიან სასარგებლოა სისხლისთვის. ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს. ამ თვისებების გამო ყველა ზღვის პროდუქტი თქვენთვის ძალიან სასარგებლოა.
თაფლი სისხლზე ახდენს ძალიან კარგ ეფექტს, მათ შორის სისხლის გათხელებაზეც. შესაბამისად, ის ხელს უშლის თრომბოზის წარმოქმნას.
სასარგებლოა კომბოსტოც, განსაკუთრებით წითელი, რომელიც შეიცავს უამრავ კალიუმს, რაც ძალზე სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის. ის, ასევე, შეიცავს C და B ჯგუფის ვიტამინებს, რომელთა წყალობითაც გვიწესრიგდება მეტაბოლიზმი. ის, ასევე, აუმჯობესებს სისხლის ხარისხს და ხელს უშლის მის შედედებას.
მშრალი ხორბალი არაჩვეულებრივად ასუფთავებს სისხლს. ამისთვის მიირთვით დღეში ერთი სუფრის კოვზის ოდენობით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დაამატოთ სალათებს.

თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც პირიქით – სისხლს ასქელებენ.

თუ თქვენ სისხლის სიბლანტესთან დაკავშირებული პრობლემების გაქვთ, მაშინ სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ შემდეგ პროდუქტებს: ცხოველურ ცხიმებს (ლორი, კარაქი, ცხიმოვანი რძის პროდუქტები, ძროხის ღვიძლი), წითელი მოცხარს, კუნელს, ბანანს, ჭინჭარს, სიმინდის თმას, მუხის ქერქს, ასფურცელას, კაკალს, მწვანე ბოსტნეულს – თითოეული მათგანი შეიცავს K ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას.
სისხლის შედედების დროს მნიშვნელოვანია არა მარტო სპეციფიკურ პროდუქტებზე უარის თქმა, არამედ საჭიროა თქვენი კვების რაციონს გადახედვა. აუცილებლად შეზღუდეთ ტკბილეული, ცხიმიანი და სანელებლებიანი საკვები. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი, დალიეთ წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი