როგორ ავარიდოთ ბავშვი გადაღლას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.12
ყველა მშობელს სურს, შვილებს რაც შეიძლება მრავალფეროვანი განათლება მისცეს, ხელი შეუწყოს მათი პიროვნების განვითარებას, დაეხმაროს იმის აღმოჩენაში, რისი კეთებაც ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებთ, ამიტომ კლასგარეშე აქტივობებს მრავალი ბავშვის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. რომელ ჩვენგანს არ უნდა, მისმა შვილმა ცურვაც იცოდეს, რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაც და ფეხბურთსაც თამაშობდეს? ბევრს მიაჩნია, რომ აუცილებელია, ბავშვის დღის ყოველი წუთი გაწერილი იყოს და მას დრო არ რჩებოდეს უსაქმოდ ყოფნისთვის. თუ ბავშვი მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობებით არის დაკავებული, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოს, რადგან ამას შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.
ძილის დარღვევა
ბავშვს, რომელსაც ერთი წრიდან მეორეზე, ერთი მასწავლებლისგან მეორესთან უწევს სიარული ყოველგვარი შესვენებისა და გონების განტვირთვის გარეშე, უჭირს ღამით ჩაძინება. მისი გონება ტემპის შენელებას ვეღარ ახერხებს. ადრენალინი, რომელსაც დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისას გამოყოფს ორგანიზმი, ხელს უშლის მას დასვენებაში. ასეთ ბავშვებს ზოგჯერ მაღვიძარაზე ადრე ეღვიძებათ და შფოთავენ, ჰგონიათ, რომ რაღაც გამორჩათ, სადმე აგვიანდებათ, ზოგჯერ კი, პირიქით, ისე არიან დაქანცულები, რომ მაღვიძარაც კი ვერ აღვიძებთ. ხშირად აწუხებთ კოშმარები, განსაკუთრებით შფოთავენ უქმეებზე, როდესაც მათ დატვირთულ გრაფიკს დღესასწაულებთან დაკავშირებული არეულობაც ემატება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





