მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ D ვიტამინის ნაკლებობა

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.03, 2022 წელი

D ვიტამინი
დაკოპირებულია

D ვიტამინის აღმოჩენით ბავშვებში რაქიტის, ხოლო მოზრდილებში ოსტეომალაციის პრობლემა გადაიჭრა. გარდა იმისა, რომ დიდი გავლენა აქვს ძვლების ჩამოყალიბებასა და კალციუმის მეტაბოლიზმზე, მას უამრავი, ორგანიზმისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ამიტომ, მას მოიხსენიებენ არა მხოლოდ, როგორც ვიტამინს, არამედ როგორც D–ჰორმონს. ამ ვიტამინის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები:

👉 ღამით ოფლიანობა;

👉ძვლებისა და სახსრების ტკივილი;

👉კუნთების სისუსტე, ხშირი ტკივილი, სპაზმები ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე;

👉 ხშირი გაციება და ავადობა;

👉დაღლილობა და თავის ტკივილი;

👉 დეპრესია და შფოთვითი აშლილობა

👉 ჭრილობის შეხორცების შეფერხება;

👉ძვლის სიმკვრივის შემცირება;

👉 თმის ცვენა;

👉კუნთის „გაკვანძვის“ შეგრძნება;

👉ფრჩხილების მტვრევა;

👉 ზოგადი სისუსტე;

👉 დაქვეითებული იმუნიტეტი,

👉 დაბალი კალციუმის რაოდენობა სისხლში;

👉 გაღიზიანება და განწყობის ცვალებადობა;

👉 წონის მომატება;

👉 წყლულები ხელზე.

D ვიტამინი არის ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც ჩვენი სხეული თვითონ ქმნის კანის ქსოვილში. იმისთვის, რომ აწარმოოს D ვიტამინი, კანს უნდა ხვდებოდეს მზის სხივები. ამიტომ ეწოდება მას „მზის ვიტამინი“. დაახლოებით, D ვიტამინის 80-90 პროცენტი კანში წარმოიქმნება, მხოლოდ 10-20 პროცენტი არის დამოკიდებული საკვებზე.

D ვიტამინის დეფიციტი უკავშირდება კიბოს განვითარების გაზრდილ რისკს, ბავშვებში ასთმის, კარდიოვასკულარული დაავადებების, ინსულინრეზისტენტობის, დიაბეტის განვითარების, შემეცნებითი უნარების გაუარესების, ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების, აკნეს, ქრონიკული რინოსინუსიტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, იმუნური სისტემის დეაქტივაციის, დეპრესიის ნერვული და სხვა დაავადებების ჩამოყალიბების გაზრდილ რისკებს.

D ვიტამინი დიდ გავლენას ახდენს ძვალ-სახსროვან სისტემაზე და მისი დეფიციტი რევმატიული დაავადებების გამწვავების მიზეზია. რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, აუტოიმუნური დაავადებები, დეპრესია – ეს მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელთა განვითარების რისკიც იზრდება, როცა ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობა საკმარისი არაა.

ამიტომ, აუცილებლად უნდა შემოწმდეს სისხლში D ვიტამინის დონე და საჭიროების შემთხვევაში, შეივსოს. ამ ვიტამინს შეიცავს: ორაგული, კვერცხის გული, რძე, მარცვლეული, იოგურტი, ფორთოხალი. რასაკვირველია, სასარგებლოა ეს რაციონიც, მაგრამ როგორც ვთქვით, D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები, რისი ზეგავლენითაც D ვიტამინი კანში წარმოიქმნება და სისხლში ორჯერ მეტი ხანგრძლივობით რჩება.

რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.

გახსოვდეთ:

👉 ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დროს აუცილებელია D ვიტამინის დოზის განსაზღვრა;

👉 ლაქტაციის დროს ბავშვი რძიდან იღებს D ვიტამინს, ამიტომ, ამ პერიოდში მეძუძურთათვის 1 500-1 600 სე D ვიტამინის მიღებაა საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა