მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ აპენდიციტის ნიშნები

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.04, 2022 წელი

აპენდიციტი
დაკოპირებულია

აპენდიციტი არის აპენდიქსის (თითის მსგავსი გამონაზარდი, რომელიც დაკავშირებულია მსხვილ ნაწლავთან) მტკივნეული შეშუპება.

აპენდიციტის გამოვლინება იწყება მუცლის შუა ნაწილში ტკივილით, რომელიც შეიძლება, იყოს მოვლითი ტკივილის სახით. რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ტკივილი გადაინაცვლებს მარჯვენა ქვედა ნაწილში, სადაც მდებარეობს აპენდიქსი, ამ დროს ტკივილი ხდება მუდმივი და მძიმე.

მტკივნეულ ადგილზე ხელის დაჭერით, დახველებით ან სიარულით სიმპტომები უარესდება. ამ დროს, შეიძლება დაკარგოთ მადა, ცუდად გახდეთ და გქონდეთ დიარეა.

თუ გტკივათ მუცელი, რომელიც უფრო და უფრო უარესდება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. აუცილებლად დაურეკეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ ტკივილი უეცრად დაგეწყოთ, აგრძელებს გაუარესებას და ვრცელდება მთელ მუცელზე. ეს არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა აპენდიქსი გასკდა, რამაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. აპენდიციტის უმრავლეს შემთხვევებში, ხდება აპენდიქსის ქირურგიულად მოშორება, რაც შეიძლება, სწრაფად. ამ პროცესს ეწოდება აპენდექტომია. აპენდიციტი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ის ყველაზე ხშირია 10-20 წლის ადამიანებში.

მიზეზები:

დაავადება წარმოიშობა ნაწლავის წანაზარდში ფეკალური მასის დაკავებით, რაც იწვევს მის გადახრას. აპენდიციტის მიზეზები ზრდასრულებსა და ბავშვებში არის:

👉 ჭიისებრი წანაზარდის დახშობა;

👉 ინფექციური დაავადებები (მუცლის ტიფი, ტუბერკულოზი);

👉 ხშირი ყაბზობა;

👉 სისტემური ვასკულიტი;

👉 ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღება;

👉 საკვებში მარცვლეულის ჭარბად გამოყენება.

აპენდიციტზე შეიძლება გვაფიქრებინოს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის ერთობლიობამ:

👉 ტკივილი მუცლის არეში არის მუდმივი, შეიძლება დაიწყოს ეპიგასტრიუმში, თანდათანობით გაძლიერდეს და გადავიდეს მარჯვენა თეძოს არეში;

👉 გულისრევა, შეიძლება ახლდეს ღებინება;

👉 უმადობა;

👉 ტემპერატურა – დაავადების დასაწყისში ის ნორმალურია, რამდენიმე საათის შემდეგ აღინიშნება მცირე მომატება 37,3-37,5;

👉 ყაბზობა ან ფაღარათი: ნაწლავში ანთებითმა პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის პერისტალტიკაზე;

👉 ხშირი შარდვა: ანთებითი დანამატით შარდის ბუშტის გაღიზიანებამ შესაძლოა, გახშირებული შარდვა გამოიწვიოს;

👉 მუცლის პალპაციით ბავშვი გრძნობს ტკივილს მარჯვენა თეძოს მიდამოში.

დიეტა

👉 ოპერაციის შემდეგ პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ შემდეგი საკვები:

👉 ცხიმიანი ხორცი და თევზი;

👉 შემწვარი საკვები;

👉 შებოლილი;

👉 მწარე საკვები, სუნელები;

👉 ცომეული;

👉 მარილიანი და დამარინადებული პროდუქტი;

👉 ცხიმიანი ყველი და რძე;

👉 სპირტიანი და გაზიანი სასმელები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა