მედიცინა

როდის უნდა გამოვიყენოთ კატაბალახა

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.01, 2022 წელი

კატაბალახა
დაკოპირებულია

კატაბალახას უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო მიზნით. ამ მცენარის ფესვი ხსნის გულისა და თავის ტკივილს, იძლევა სედატიურ ეფექტს და აუმჯობესებს ძილს. ამ ბალახს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და დასაშვებია ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის.

კატაბალახა გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.

სამკურნალოდ გამოიყენება კატაბალახას ფესვი, რომელიც შეიცავს 0,5-1,5 პროცენტამდე ეთერზეთს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავას, ჭიანჭველამჟავას, ალკალოიდებს, მთრთიმლავ ნივთიერებებს, შაქარს... კატაბალახას მოყვანა არაა რეკომენდებული ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებზე.

კატაბალახას დადებითი თვისებები:

* კარგი საშუალებაა მწერების მოსაგერიებლად და ამცირებს ნაკბენის გაღიზიანებას;

* ამცირებს შფოთვას, სტრესსა და მოუსვენრობას;

* აყუჩებს კუჭის ტკივილს;

* აჩქარებს გამოჯანმრთელებას სიცხისა და გაცივების დროს.

კატაბალახას ფესვს აქვს სასარგებლო მოქმედება ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, აფართოებს სპაზმის შედეგად შევიწროებულ სისხლძარღვებს და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. მცენარე უმკლავდება კუნთების კრუნჩხვებს, ეპილეფსიისა და გაღიზიანების შეტევებს და ძილის დარღვევას. კატაბალახა აკუმულაციური ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალებაა, ის ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და აღადგენს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას.

კატაბალახას ფესვი რეკომენდებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:

👉ხშირი თავის ტკივილები;

👉ქრონიკული უძილობა;

👉თირკმელებისა და ღვიძლის დარღვევები;

👉 ჰიპერტონია;

👉 საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.

გარდა ამისა, კატაბალახას ფესვი ენიშნებათ ქალბატონებს მენოპაუზის პერიოდში და მათ ვინც გადაიტანა მძიმე ქირურგიული ოპერაცია, რადგან ის აჩქარებს ორგანიზმის აღდგენის პროცესს.

მენოპაუზის დადგომის დროს ქალბატონების ორგანიზმში მიმდინარეობს ცვლილებები და ისინი მრავალ არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდიან. კატაბალახასგან დამზადებული სასმელი ეხმარება ორგანიზმს, გაუმკლავდეს ჭარბ ოფლიანობას, გაღიზიანებას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში ჩნდება. ეს სასმელი საგრძნობლად აუმჯობესებს ქალბატონების ზოგად მდგომარეობას.

ნერვული აშლილობები, ყოველდღიური სტრესი და ნერვიულობა დეპრესიული ფონის გაჩენას იწვევს. ასეთ დროს კატაბალახას ფესვის არომატიც კი საკმარისია, რათა იგრძნოთ ძალების მომატება და განწყობის ამაღლება. ამ მცენარისგან დამზადებული სასმლის ყოველდღიური მიღება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ დეპრესიას და დაიბრუნოთ კარგი განწყობა. კატაბალახა მატონიზებელ ეფექტს მოახდენს.

კატაბალახასგან წყალზე ან სპირტზე დაფუძნებული ნაყენების დამზადება თავადაც შეგიძლიათ.

ნაყენი წყალზე: 2 სადილის კოვზ კატაბალახას ფესვებს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ჭურჭელს დავახუროთ თავზე, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავაცხელოთ 20-30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ბალახი გავწუროთ, სითხე გადავწუროთ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. მიღებული კონცენტრირებული სითხე გავაზავოთ თბილ ადუღებულ წყალში ისე, რომ მივიღოთ 250 მილილიტრი.

კატაბალახას ნაყენის მიღება რეკომენდირებულია დღეში 2-4-ჯერ. ერთჯერადი ულუფა დიდებისთვის არის 1 სადილის კოვზი, ხოლო ბავშვებისთვის – 1 ჩაის კოვზი.

სპირტიანი ნაყენი: შევურიოთ კატაბალახას გამომშრალი ფესვი და 70-პროცენტიანი სპირტი პროპორციით – 1:5. გავაჩეროთ ხსნარი ერთი კვირის განმავლობაში. ნაყენის მიღება დაშვებულია დღეში 3-ჯერ, 15-30 წვეთი.

გვერდითი მოვლენები:

კატაბალახას, ჩვეულებრივ, კარგად ეგუება თითქმის ყველას ორგანიზმი, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აღენიშნებათ აწეული მგრძნობელობა ხანგრძლივი მიღებისას – შრომისუნარიანობის დაქვეითება, სისუსტე, მოთენთილობა. გვერდითი მოვლენები სწრაფად ქრება დოზის შემცირებისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი