მედიცინა

როდის არის წარმატებული ფიტოპრეპარატებით მკურნალობა და როგორ აქცია განკურნების უძველესი მეთოდი ხელოვნებად ფიტოთერაპევტმა დავით ვაშაძემ

№19

ავტორი: „თბილისელები“ 18:30 17.05

დავით ვაშაძე
დაკოპირებულია

დავით ვაშაძე – ექიმი-ფიტოთერაპევტი 30-წლიანი წარმატებული სამედიცინო პრაქტიკით. მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას პაციენტის მიმართ პირველივე შეხვედრისას გრძნობს ყველა ის ადამიანი, რომელიც ექიმ-ფიტოთერაპევტ დავით ვაშაძის კაბინეტის კარს ერთხელ მაინც შეაღებს. გულისხმიერება, ცოდნა და პროფესიონალიზმი დებს იმ შედეგებს, რომლებიც არაერთი დაავადების განკურნებაში აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეებით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ფიტოპრეპარატებს სასურველი ეფექტი მხოლოდ მაშინ აქვთ, როცა მას სპეციალისტი ნიშნავს საფუძვლიანი გამოკვლევების შედეგად დასმული დიაგნოზის შემდეგ.

დავით ვაშაძე (ექიმი-ფიტოთერაპევტი, დავით ვაშაძის ფიტობალნეოთერაპიის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი): ყველა წამლის საწყისი იყო მცენარე ან მინერალი. ადამიანები, უბრალოდ, აღარ ფიქრობენ, როცა წამალს სვამენ, რისგან არის ის დამზადებული. 30 წელზე მეტია, ექიმი ვარ – თერაპევტი და ფიტოთერაპევტი. რადგან ფიტოთერაპია – ეს არის შინაგან სნეულებათა მკურნალობა მცენარეული საშუალებებით, პაციენტების მკურნალობაში შერჩევით ვიყენებ როგორც ფიტოპრეპარატებს, ისე ქიმიურ მედიკამენტებს, გააჩნია დიაგნოზს, პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის დინამიკას.

– ესე იგი, ყველა პაციენტისთვის ფიტონაკრები ინდივიდუალურად მზადდება და ინიშნება?

– რა თქმა უნდა. მითია ის, რომ ყველა მცენარე უვნებელია და მისი ნაყენის დალევა ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეიძლება. ბუნებრივია, არის მცენარეები, რომლებსაც გვერდითი მოვლენები თითქმის არა აქვს, თუმცა – არც შედეგი. უვნებელი წამალი არ არსებობს და ზედმეტად მიღებული კი ორგანიზმისთვის არაფერია სასურველი. დღევანდელი მედიცინა ძალიან დაიხვეწა და მეტად მაღალ დონეზეა, მათ შორის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებიც. ისევ და ისევ პაციენტთან სწორი ურთიერთობა და სწორი დიაგნოზი მიგვიყვანს სასურველ, სტაბილურ შედეგამდე.

– ზოგი ადამიანი მცენარეულ ნაყენებს პრევენციისთვის იღებს.

– ნებისმიერი მცენარე ყოველთვის შეიცავს აქტიურ ფერმენტს. ჩვენს ყველა ორგანოს კი აქვს თავისი გენეტიკური რესურსი და ასეთი მიდგომით შესაძლოა, ის საერთოდ გამოვიყვანოთ მწყობრიდან. კი არ უნდა გადავტვირთოთ, უნდა აღვუდგინოთ ის ფუნქცია, რომელიც კონკრეტული მიზეზის გამო შესუსტებული აქვს. ამიტომ ნებისმიერი ნაკრები უნდა მივიღოთ ანალიზებისა და კლინიკური გამოვლინების შესაბამისად, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე. შემდეგ კი უნდა გაკეთდეს განმეორებითი კვლევა, რომ ვნახოთ, რა გაუმჯობესდა და რა შენარჩუნდა.

– როგორ მუშაობთ კონკრეტულ დაავადებასთან, როგორიცაა, მაგალითად, კენჭი თირკმელში? როგორც ვიცით, ასეთ პაციენტებთან განკურნების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გაქვთ.

– თირკმელში კენჭების დაშლა უნდა დავიწყოთ ამ კენჭების გენეზისის გამოვლენით, ანუ, რა იყო მათი წარმოშობის მიზეზი, რადგან, როცა მოხდება მათი სრული ლიკვიდაცია, თავიდან არ წარმოიშვას. როდესაც პაციენტი მეკითხება: ექიმო, როგორი შედეგი მექნება? ჩემი პასუხი ასეთია: ჩვენი შედეგი დაიდება ლაბორატორიის ანალიზით და იმის მიხედვით, როგორ მომყვები, რადგან ნებისმიერი დაავადების პროცესი ექიმმა უნდა მართოს.

– უამრავი პაციენტი მოგმართავთ. დიდია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის მიზეზითაც მოგმართავენ?

– როგორც უკვე ვთქვი, ფიტოთერაპია – ეს არის შინაგან სნეულებათა თერაპია. კუჭ-ნაწლავის სისტემა, ნერვული სისტემა, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური, ჰორმონული... უნდა აღინიშნოს ის, რომ ყველა ამ დაავადების მკურნალობაში, ჩემთან ერთად, ჩართულია დარგის სპეციალისტი. ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, ჰემატოლოგი, უროლოგი, კარდიოლოგი – ჩვენი კლინიკის მთელი გუნდი, ლაბოტრატორიითა და კარგად აღჭურვილი სადიაგნოსტიკო აპარატურით. მაგალითად, როცა პაციენტს ვაწვდით სისხლის ფორმულის გასაუმჯობესებელ წამალს, კონტროლს აკეთებს ჰემატოლოგი, ან კარდიოლოგი, ან ორივე ერთად, გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას. ასე ვიქცევით თირკმლის პრობლემის, ღვიძლის ფუნქციური რეაბილიტაციის, ჰეპატიტების, ქრონიკული ჰეპატიტების, გინეკოლოგიური ციკლის დარღვევის და სხვა ნოზოლოგიების დროსაც.

– თქვით, რომ თქვენი წარმატებული სამედიცინო პრაქტიკის „საიდუმლო“ წამალთმცოდნეობაშია.

– დიახ. ქართულად ამას სწორედ ასე ჰქვია, ანუ, ცოდნა იმისა, რა სად გამოიყენო, როდის და რა დოზით. ამაში მეხმარება სწორად დასმული დიაგნოზი, კარგად გამოკვლეული პაციენტი, დარგის სპეციალისტის ჩართულობა – ანუ, სამედიცინო ბორდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის შემდეგ მე პაციენტს ვურჩევ და ვუმზადებ ინდივიდუალურ ფიტოპრეპარატს. არის შემთხვევები, როცა ფიტოპრეპარატი და ქიმიური პრეპარატი ერთად ინიშნება. მაგალითად, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარენ კონკრეტულ პრეპარატს, ჩემ მიერ მათთვის შერჩეული ფიტოპრეპარატი აძლიერებს მკურნალობის ეფექტს და ვიღებთ ბევრად უკეთეს შედეგებს, რადგან ვახერხებ „ავულაგო“ თანმხლები ან ქიმიური პრეპარატით გამოწვეული გვერდითი მოვლენები. მაგალითად, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი პრეპარატები „ბლოკავს“ საჭმლის მომნელებელ სისტემას. ძვალსახსროვანი სისტემის სამკურნალო რევმატული მედიკამენტები უფრო ხშირად იწვევს წყლულოვან დაავადებას და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას. ასეთ დროს ქიმიური დამცავი საშუალებებით რომ არ შემოვიფარგლოთ, საუკეთესო გამოსავალი სწორედ ფიტოპრეპარატია. ასე კიდევ უფრო მაღალი შედეგი მიიღწევა, ვიდრე მხოლოდ ქიმიური პრეპარატით მკურნალობის შემთხვევაში.

– ფიტოთერაპიული პრეპარატები განსაკუთრებით სჭირდებათ ხოლმე ორსულებსა და ახალნამშობიარებ ქალბატონებს, როცა მათთვის ქიმიური პრეპარატები საფრთხის შემცველია.

– ფეხმძიმე ქალბატონებში ფიტოპრეპარატებით მკურნალობის დადებით ეფექტებზე არაერთი სახელმძღვანელოც კი არის გამოცემული. თუმცა, ზოგიერთი მცენარე ფეხმძიმესთვის კატეგორიულად არ შეიძლება და იკრძალება. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ფიტოთერაპევტის კომპეტენცია და კონსულტაცია. მაგალითად, პიტნის ჩაი გულის ტონუსს ანელებს და ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ვალერიანის წვეთები კი სულაც არ არის უვნებელი. კატეგორულად – არა! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ ტრიმესტრშია ორსული, როგორია ნაყოფის მდგომარეობა, როგორია ანალიზები, როგორ იმართება ორსულობა გინეკოლოგის მიერ. ორსულებში ყველაზე ხშირია ყაბზობა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ასევე, შფოთვითი მოვლენები. ასეთ დროსაც ისევ და ისევ ფიტოპრეპარატი უნდა დაინიშნოს და მხოლოდ ექიმ-ფიტოთერაპევტის შერჩევით. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ფიტოთერაპიული მკურნალობა უსაფრთხო და შედეგის მომტანი. არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად მოუხდება და ყველა დაავადებას განკურნავს, მაგრამ სწორად დასმული დიაგნოზის შემდეგ ინდივიდუალურად შერჩეული ფიტოპრეპარატი, ხშირ შემთხვევაში, ნამდვილად არის მკურნალობის უსაფრთხო გზა.

თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #79.

032 222 67 77; +995 595 267 744

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული