მედიცინა

როდის არის სასარგებლო საზამთრო

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.08, 2022 წელი

საზამთრო
დაკოპირებულია

საზამთროს ტკბილ გემოს შაქრის მაღალი შემცველობა განაპირობებს და ეს უფრო ცუდია, ვიდრე კარგი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიაბეტი და ზედმეტი წონა აწუხებს. თუმცა საზამთროს კალორიულობა ძალიან დაბალია – სულ 38 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. ამ ბახჩეულ კულტურას მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, ანუ სწრაფად იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ამიტომაც სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ საზამთროს დიეტის სარგებლიანობას.

ერთი, რითაც ნამდვილად ფასეულია საზამთრო, ლიკოპინის მაღალი შემცველობაა. დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერება პროსტატის კიბოს განვითარებას უშლის ხელს. ლიკოპინი საზამთროში უფრო დიდი რაოდენობით არის, ვიდრე პომიდორში, რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული „კაცური მენიუს“ ერთ–ერთ მნიშვნელოვან პროდუქტად.

კიდევ ერთი სასარგებლო საზამთროში ის არის, რომ ის ბევრ წყალს შეიცავს – მასში 93 პროცენტი წყალია. ამიტომაც საზამთრო სამკურნალოა.

საზამთროს აშკარად გამოხატული შარდმდენი თვისებები აქვს. წყლის მაღალი შემცველობის გამო საზამთრო შარდს და მასთან ერთად პათოგენურ მიკროფლორას შარდის ბუშტში დაგროვების საშუალებას არ აძლევს. ეს ძალიან სასარგებლოა ცისტიტების, შარდსადენი და ბილეარული ტრაქტების ინფექციების მკურნალობისას. ზოგიერთ ექიმს მიაჩნია, რომ საზამთროს დიეტა შეიძლება, კენჭის დაგროვების პროფილაქტიკადაც ჩათვალოთ – შარდის ინტენსიური გამოყოფა თირკმელებსა და საშარდე გზებს „რეცხავს“ და მათ ქვიშისგან ათავისუფლებს.

სახაზამთრო სასარგებლოა პაციენტებისთვის, რომლებსაც პოდაგრა აწუხებთ. ამ დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ საზამთრო ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავის მარილების აქტიურ გამოყოფას. ამის წყალობით, პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ქვეყნებში საზამთროს ხშირად დესერტად მიირთმევენ, დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ სჯობს, საზამთრო ცალკე მიირთვათ, ძირითადი საკვებისგან დამოუკიდებლად, შუალედებში. საზამთრო დიდი რაოდენობით ბოჭკოვან ქსოვილებსა და პექტინს შეიცავს, რაც პერისტალტიკას ააქტიურებს. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ საზამთროს მიირთმევთ, ამან შეიძლება, მუცლის გვრემა გამოიწვიოს.

დიდი რაოდენობით საზამთროს ჭამა არ არის რეკომენდებული კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონეთათვის, შესაძლოა განვითარდეს დიარეა.

ჭიები

საზამთროს თესლი ეფექტურია ჭიების მოსაშორებლად – შეგიძლიათ, უბრალოდ მიირთვათ საზამთროს თესლი.

თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

გამხმარი საზამთრო ქერქი დადებითად მოქმედებს თირკმლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წინასწარ გაახმეთ საზამთროს ქერქი. ერთ კოვზ პროდუქტს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ეს ნაყენი დალიეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე.

სახსრების დაავადებები

საზამთროს წვენი ძალიან სასარგებლოა სახსრების დაავადებების დროს, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმისგან ჭარბი მარილების გამოდევნას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი