მედიცინა

რისგან განკურნებაში დაგეხმარებათ კუნელი

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.04, 2022 წელი

კუნელი
დაკოპირებულია

კუნელი ბუნებრივი ბოტანიკური კარდიოტონიკია, მისი სამკურნალო თვისებები, პირველ რიგში, გულის დაავადებებს უკავშირდება. მას ახასიათებს სპაზმოლიტური მოქმედება, წმენდს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან, გამოდევნის მძიმე ლითონებსაც.

კუნელს იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

👉 არითმია;

👉 სტენოკარდია;

👉 ტაქიკარდია;

👉 ათეროსკლეროზი;

👉 მაღალი არტერიული წნევა (ამ დროს განსაკუთრებით კარგია კუნელის ყვავილები);

👉 ნერვული გადაღლილობა;

👉 უძილობა, სტრესი;

👉გასტრიტები;

👉 საყლაპავი მილის დაავადებები;

👉 ღვიძლის პათოლოგიები;

👉 თირკმლის ზოგიერთი პათოლოგია;

👉 სისხლძარღვების სპაზმები;

👉 გლუვი კუნთების სპაზმები;

👉ანგიონევროზები;

👉 ჰიპერთირეოზი;

👉 სუნთქვის პრობლემები;

👉 რევმატიზმი;

👉 ეპილეფსია;

👉 სისხლძარღვების გენეზის მქონე თავის ტკივილები;

👉 თავბრუ;

👉ნაღვლდენის შეჩერება;

👉გახშირებული შარდვა, დარღვევები შარდვის პროცესში;

👉 ციებ–ცხელება;

👉კუნთების ტკივილი;

👉 რადიკულიტი;

👉 იშიასი;

👉წელკავი;

👉 საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებები;

👉 ინტოქსიკაცია;

👉შარდკენჭოვანი დაავადებები;

👉კანის სოკოვანი დაავადებები;

👉წყალმანკი;

👉 ზოგიერთი ჰემატოლოგიური დაავადება;

👉 ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში;

👉 რძის უკმარისობა ლაქტაციის პერიოდში.

კუნელის ნაყენი – გულის დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა მოამზადოთ ხმელი ყვავილების ნაყენი: 10 გრამ ნედლეულს დაასხით 10 დღით 100 მილილიტრი არაყი ან 70-პროცენტიანი სპირტი, დადგით ბნელ ადგილას, თავდახურული ჭურჭლით. გადაწურეთ, ჩაასხით მუქი შუშის ფლაკონებში. გამოიყენეთ ნაყენი სტრესის მოსაშორებლად (ეფექტი გაძლიერდება კატაბალახას ან/და შავბალახას დამატებით), გულის არეში ტკივილისა და არითმიის მოსახსნელად.

უნელის ნაყენი გადაღლილობის წინააღმდეგ – 1 სადილის კოვზ ხმელ კენკრას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით სითბოში და გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში სამჯერ, საკვების მიღების წინ.

კუნელის ნაყენი უძილობის წინააღმდეგ – 40 გრამ წითელი კუნელის ყვავილებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ, 3 კვირის განმავლობაში.

დამამშვიდებელი ჩაი კუნელით – დანაყეთ 1 სადილის კოვზი კუნელის ხმელი ნაყოფი, დაუმატეთ რამდენიმე ღერო პიტნა, 1 სადილის კოვზი თხაწართხალა, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ ჩაიდანში 15 წუთით. სურვილისამებრ, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი.

როგორ უნდა შევინახოთ კუნელი ზამთრისთვის, რათა მისი გემოთი სიცივეშიც დატკბეთ? ამისთვის, ყველაზე მარტივი ხერხი კენკრის გაყინვაა – ასე მისი სასარგებლო თვისებები არ იკარგება. გარდა ამისა, შეგიძლიათ იმავე ტექნოლოგიით გამოაშროთ, როგორც ასკილს აშრობენ ჩაისთვის, ან დაამზადოთ ნახარშები, ან, უბრალოდ, დაშაქროთ და მიირთვათ, როგორც ტკბილეული.

კუნელის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის დროს, ასევე ჰიპოტონიისას. მისი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ადამიანს შეიძლება, დაუქვეითდეს არტერიული წნევა და გამოიწვიოს არითმია. კუნელზე დამზადებული პრეპარატების უზმოზე მიღებამ კი შეიძლება, გამოიწვიოს გულისრევა, დიდი რაოდენობით მიღებამ – მსუბუქი მოწამვლის სიმპტომები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი