მედიცინა

რეჰანის საოცარი თვისებები

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:00 26.11

რეჰანი
დაკოპირებულია

რეჰანი მხოლოდ სურნელოვანი მწვანილი არ არის - მას საკმაოდ ბევრი სამკურნალო თვისებაც აქვს:

1. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – რეჰანში აღმოჩენილი ეთერზეთები (ევგენოლი, ლინალოლი, ლიმონენი) ამცირებს ანთებას ორგანიზმში. ამიტომ გამოიყენება ყელის გაღიზიანების, კუჭ-ნაწლავის მცირე ანთებითი პროცესებისა და საჭმლის გადამუშავების გაუმჯობესებისთვის.

2. ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები – რეჰანის ექსტრაქტი ზღუდავს ზოგიერთი ბაქტერიისა და ვირუსის გამრავლებას განსაკუთრებით სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში, მაგალითად, გრიპის ან გაციების დროს.

3. საჭმლის მონელების გაუმჯობესება – კარგია შებერილობის, გაზების, ყაბზობის და საჭმლისგან სიმძიმის შეგრძნების დროს. ცხიმიან საკვებთან ერთად მიღება ამცირებს შებერილობას და აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.

4. ხველისა და ყელის დაღლილობის შემცირება – რეჰანის ჩაი ამშვიდებს ყელის ტკივილს და ხორხში დისკომფორტს, ამცირებს მშრალ ან გამაღიზიანებელ ხველას.

5. ანტიოქსიდანტური მოქმედება – შეიცავს A და C ვიტამინებს, აგრეთვე ფლავონოიდებს, რომლებიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ჩვეულებრივზე სწრაფად ეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში.

6. ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი – რეჰანის ჩაის არომატი ამცირებს სტრესს, დაძაბულობას, აუმჯობესებს ძილს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

7. სისხლში შაქრის დონის კონტროლი – არსებობს კვლევები, რომ რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას, რის გამოც მას დიაბეტის მქონე ადამიანებიც იყენებენ როგორც დამხმარე საშუალებას (ექიმის რეკომენდაციით).

როგორ გამოვიყენოთ:

* ჩაის სახით – დაასხით ფოთლებს წყალი და ადუღთ 5-7 წუთი;

* შეურიეთ კერძებში ახალი ან გამშრალი;

• ინჰალაცია სინუსების გაღიზიანების შემთხვევაში.

რეჰანის ჩაის მომზადება - ინგრედიენტები: 1 სადილის კოვზ ახალ ან 1 ჩაის კოვზ გამშრალ რეჰანს დაასხით 250-300 მილილიტრი ადუღებული და 90 გრადუსამდე გაგრილებული წყალი. გააჩერეთ 7-10 წუთი და გადაწურეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატო თაფლი ან ლიმონი.

გამოიყენება:

* საჭმლის მიღების შემდეგ დამძიმების, შებერილობის, გაზების დროს: 1 ჭიქა ჩაი ჭამის შემდეგ – დღეში 1-2-ჯერ; ხველის, ყელის გაღიზიანების, გაციებისას – დღეში 2-3 ჭიქა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, თბილი ინჰალაციისთვისაც გამოიყენოთ, ცხელ წყალში გახსნილი;

* სტრესის დროს და ძილის გასაუმჯობესებლად – 1 ჭიქა ძილის წინ ახდენს მსუბუქ დამამშვიდებელ ეფექტს;

* იმუნიტეტის გასაძლიერებლად – კვირაში 3-4 დღე სვით დღეში 1 ჭიქა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი