რაზე მიუთითებს ხელების დაბუჟება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.10, 2021 წელი
ხელების დაბუჟება საკმაოდ ხშირია, რაც ძირითადად, ღამით ვლინდება. მისი ნიშნებია ყრუ ტკივილი და ჩხვლეტა. არც თუ ისე იშვიათად, ადამიანი ღამე იღვიძებს და ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება ხელს უშლის ძილის გაგრძელებაში. თითების ამოძრავებისას ჩხვლეტები თავიდან ძლიერდება, მტკივნეული შეგრძნებები იზრდება, შემდეგ თანდათან გადის და შესაძლოა, ძილის გაგრძელებაც.
სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 45% განიცდის მტკივნეულ ღამეულ პარესთეზიებს. საყოველთაოდ მიღებულია, რომ ძილის დროს ხელების დაბუჟების მიზეზი – ეს კიდურებში არასწორი სისხლის მიმოქცევაა.
რატომ ბუჟდება
ხელები ძილის დროს
რა თქმა უნდა, თუ ძილის დროს ხელი ერთხელ დაბუჟდა სხეული უხერხული მდებარეობის გამო, ამაზე ნერვიულობა არ ღირს. მაგრამ თუ ხელები ყოველ ღამე ბუჟდება და მუდმივად გიშლით ძილს, უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს. მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ჩივილებს:
1. თუ ბუჟდება ხელები ძილის დროს და ძილის შემდეგ;
2. თუ ორივე ხელი ბუჟდება ერთდროულად;
3. თუ ღამით ბუჟდება მხოლოდ მარცხენა ან მხოლოდ მარჯვენა ხელი;
4. პარესთეზიის შეტევებთან ერთად უარესდება მხედველობა.
არასასიამოვნო შეგრძნებები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი თავისი ლოკაციის მიხედვით. ძალიან იშვიათად, შეიძლება შეგვხვდეს მთლიანი ხელის დაბუჟება. უფრო ხშირად ბუჟდება მისი რომელიმე ნაწილი, რაც მთლიანად დამოკიდებულია დაავადების მიზეზებზე.
მაჯის არხის სინდრომი – წარმოიქმნება იმ ნერვების გაჭყლეტვის შედეგად, რომლებიც მიემართება მტევნისკენ, მაჯის ძვლებით წარმოქმნილ წვრილ არხში. მიზეზი შეიძლება იყოს მუდმივი, ერთი სახის დატვირთვა მტევანზე (მუშაობა კომპიუტერთან, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა). ამასთან აღინიშნება მთლიანი მტევნის დაბუჟება ან მისი ნაწილისა მაჯის ქვემოთ. ზოგჯერ აღინიშნება ხელის თითების დაბუჟება. ხელის მაღლა მდგომი ნაწილები პათოლოგიურ პროცესში არაა ჩართული.
კისრის ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, თიაქარი, ან ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოს, მალთაშუა დისკების პროტრუზია, განსაკუთრებით, როცა პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია კისრის ქვედა სეგმენტებში. ზურგის ტვინის სწორედ ამ ნაწილიდან გამოდის ხელისკენ მიმავალი ნერვები. ამასთან ხელების დაბუჟება შეიძლება ლოკალიზდეს ხელის შიდა ზედაპირის გასწვრივ, მხრიდან მეოთხე ან მეხუთე თითის დაბოლოებამდე, მხრის და წინა მხრის უკანა მხარეს, მეორე და მესამე თითის უკანა ზედაპირზე, ხელის გვერდითა ნაწილის გასწვრივ – დიდ და საჩვენებელ თითამდე.
მტევნის წვრილი სახსრების პოლიართრიტი – ხასიათდება გამოვლინებათა არსებობით მხოლოდ თითებში.
შაქრიანი დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები – ამ დროს დაბუჟებას აქვს აღმავალი ხასიათი – იწყება მოშორებული ნაწილებიდან და ადის ხელის ზევით. ზიანდება ჩვეულებრივ ორივე ხელი.
გულის დაავადება – მარცხენა ხელის დაბუჟება შეიძლება იყოს გულის სერიოზული პრობლემების ნიშანი, როგორიცაა: სტენოკარდია და ინფარქტი. თუ მარცხენა ხელი დაბუჟდა უცებ, განსაკუთრებით ღამით და არ მორჩა 1 საათის მანძილზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ ძილში ხელები დაგიბუჟდათ:
შეამოწმეთ ბალიში და ლეიბი – კომფორტულად თუ უწყობს ორივე ძილს ხელს.
სასურველია, პიჟამას არ ჰქონდეს ვიწრო სახელოები და ასევე, გააკონტროლეთ სხეულის მდებარეობა ძილის დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან