მედიცინა

რაზე მიგვანიშნებს ზურგზე ლაქები

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.09

ლაქები
დაკოპირებულია

ზურგზე ლაქები შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის ნიშანი იყოს.

ლაქები, მისი ფერი, ფორმა, ზომა და რაოდენობა იძლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს დაავადების დიაგნოზირებისთვის.

მზის ლაქები

ასეთი ლაქები მზის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია. გამომდინარე იქიდან, რომ ზურგზე ზაფხულის თვეებში მზე ხშირად ხვდება, ჩნდება ლაქები. მზის ლაქები, ჩვეულებრივ, ყავისფერია და აქვს არარეგულარული კიდეები. ეს ლაქები უვნებელია.

ვიტილიგო

ვიტილიგო არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანში პიგმენტის დაკარგვას და ვლინდება ზურგზე თეთრი ლაქების სახით. ეს ლაქები შესამჩნევად განსხვავდება მათ გარშემო არსებული კანის ნორმალური ფერისგან. ვიტილიგოს მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი, მაგრამ მიიჩნევა, რომ ის დაკავშირებულია ავტოიმუნურ დაავადებებთან.

სოკოვანი ინფექციები

ზოგჯერ ლაქების სახით ზურგზე და მხრებზე სოკოვანი ინფექციებიც ჩნდება. ეს პატარა, ღია ფერის ან ყავისფერი ლაქები არ იწვევს ქავილს, მაგრამ ესთეტიურად შესაძლოა, დისკომფორტი გამოიწვიოს.

კანის კიბო

ზოგიერთი ლაქა ზურგზე შეიძლება იყოს კანის კიბოს სიმპტომი. ისინი განსაკუთრებით სწრაფად მზარდი, არარეგულარული კიდეებით, განსხვავებული ფერებით, ქავილით ან სისხლდენით ვლინდება. ზურგზე შეიძლება, შეგვხვდეს კანის კიბოს ისეთი ტიპები, როგორიცაა მელანომა, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა,. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა გადამწყვეტია კანის კიბოს წარმატებით სამკურნალოდ.

აკნე

ჰორმონალური ცვლილებები, სტრესი, ცუდი ჰიგიენა და ცხიმიანი კანი ზურგის აკნეს ძირითადი მიზეზებია. აკნეს ნაწიბურები შესაძლოა, გადაიქცეს მუქ ლაქებად. ეს ლაქები შეიძლება, შემცირდეს აკნეს მკურნალობისა და კანის მოვლის საშუალებით.

ეგზემა და დერმატიტი

ეგზემას და სხვა სახის დერმატიტს ახასიათებს წითელი ლაქები ზურგზე და ქავილი. ლაქები კანზე სიმშრალესთან, აქერცვლასთან ერთად ჩნდება. ეგზემას შეიძლება ჰქონდეს მრავალი განსხვავებული გამომწვევი მიზეზი, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი მკურნალობის გეგმის შედგენა დერმატოლოგთან ერთად.

ფსორიაზი

ფსორიაზი არის ქრონიკული დაავადება. ის ვლინდება ზურგზე წითელი ლაქების გაჩენით. ლაქები ჩვეულებრივ იწვევს ქავილს და მტკივნეულია. ფსორიაზის მკურნალობა მიზნად ისახავს სიმპტომების შემსუბუქებას და ზოგჯერ დაავადებისგან სრულად განკურნება შეიძლება შეუძლებელიც კი იყოს.

პიგმენტური ხალები

პიგმენტური ხალები ჩნდება სხეულის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ზურგზე. ეს უმეტესად უვნებელია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მელანომად გადაქცევის რისკს შეიცავს. ამიტომ, როდესაც რაიმე ცვლილება შეინიშნება დერმატოლოგის შემოწმება მნიშვნელოვანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა