მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ სკოლიოზის შესახებ

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.05

სქოლიოზი
დაკოპირებულია

სკოლიოზი არის ხერხემლის გამრუდება, რომელიც ყველაზე გავრცელებულია მოზარდებში. ბავშვთა სკოლიოზის უმეტესობის მიზეზი უცნობია. სკოლიოზის შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის ზრდასთან ერთად უარესდება. მძიმე სქოლიოზმა შესაძლოა, დაინვალიდებაც კი გამოიწვიოს. განსაკუთრებით სერიოზული ხერხემლის გამრუდება ამცირებს გულმკერდის შიგნით არსებულ სივრცეს, რაც ართულებს ფილტვების გამართულ ფუნქციონირებას.

მსუბუქი სკოლიოზის მქონე ბავშვებს ყურადღებით აკვირდებიან რენტგენის საშუალებით, რათა დადგინდეს, გამრუდება უარესდება თუ არა. ხშირ შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, საჭირო გახდეს კორსეტის ტარება, რათა გამრუდება არ გაუარესდეს. თუმცა, უფრო სერიოზული პრობლემის გასასწორებლად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება, დაინიშნოს ოპერაცია.

სიმპტომები:

* არათანაბარი მხრები;

* ბეჭების ასიმეტრია (ერთი ბეჭი უფრო ამოზნექილი ვიდრე მეორე);

* არათანაბარი წელი;

* თეძოების ასიმეტრია (ერთი თეძო უფრო მაღალი ვიდრე მეორე);

* ნეკნი ერთ მხარეს მეტად გამოწეული;

* წინ წამოწევისას ზურგის ერთი მხარის უპირატესობა.

სკოლიოზის უმეტეს შემთხვევაში ხერხემალი ბრუნავს ან ტრიალდება, გარდა იმისა, რომ გვერდულად იხრება.

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სკოლიოზის სიმპტომებს.

მსუბუქი გამრუდება შეიძლება განვითარდეს ისე, რომ პაციენტმა ეს ვერ შენიშნოს, რადგან სიმპტომები თანდათან ჩნდება და თავდაპირველად არ იწვევს ტკივილს.

სკოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს დაკავშირებულია მემკვიდრეობით ფაქტორებთან.

სკოლიოზის ნაკლებად გავრცელებული ტიპები შეიძლება, გამოწვეული იყოს:

* გარკვეული ნერვ-კუნთოვანი მდგომარეობა, როგორიცაა ცერებრალური დამბლა ან კუნთოვანი დისტროფია;

* თანდაყოლილი დეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ხერხემლის ძვლების განვითარებაზე; ბავშვობაში ოპერაცია გულმკერდის კედელზე;

* ხერხემლის დაზიანებები, ან ინფექციები;

* ზურგის ტვინის დარღვევები;

სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპის განვითარების რისკფაქტორები მოიცავს:

* ასაკი – ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება მოზარდობის ასაკში;

* სქესი – მიუხედავად იმისა, რომ ორივე სქესს, უვითარდება მსუბუქი სკოლიოზი დაახლოებით ერთნაირი სიჩქარით, ქალებს აქვთ გამრუდების გაუარესებისა და მკურნალობის საჭიროების გაცილებით მაღალი რისკი;

* ოჯახის ისტორია.

გართულებები – მიუხედავად იმისა, რომ სკოლიოზით დაავადებულთა უმეტესობას აქვს მსუბუქი ფორმა, სკოლიოზმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, მათ შორის: სუნთქვის პრობლემები. მძიმე სკოლიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებზე ნეკნის დაჭერა, რაც ართულებს სუნთქვას.

ზურგის პრობლემები – ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში ჰქონდათ სკოლიოზი, შეიძლება, უფრო მეტად გამოუვლინდეთ ზურგის ქრონიკული ტკივილი მოზარდობაში, განსაკუთრებით თუ გამრუდება დიდია და არ არის ნამკურნალები.

გარეგნობა – სქოლიოზის გაუარესებამ შესაძლოა, გამოიწვიოს შესამჩნევი ცვლილებები – მათ შორის არათანაბარი თეძოები და მხრები, გამოკვეთილი ნეკნები და წელის გვერდზე გადაწევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა