მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ მენიერის დაავადებაზე

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ყური
დაკოპირებულია

სმენის მართვის გარდა, შიდა ყური პასუხისმგებელია სხეულის წონასწორობის შენარჩუნებაზე, ამიტომ შიდა ყურის ნებისმიერი დარღვევა უპირველესად სწორედ მასზე ახდენს გავლენას. მენიერის დაავადება ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სმენაზე, იწვევს ტინიტუსსა და თავბრუს. მენიერის დაავადების შეტევა ეპიზოდურია. დაავადების სიმპტომები ჩნდება, პიკს აღწევს და ქრება. თითოეული ეპიზოდი გრძელდება რამდენიმე წუთიდან, დაახლოებით, 24 საათამდე.

მენიერის დაავადების ძირითადი ნიშნებია: თავბრუსხვევა, დაზიანებულ ყურში სმენის დაქვეითება, ტინიტუსი, დახშული ყურის შეგრძნება.

ძლიერმა თავბრუსხვევამ შეიძლება, გამოიწვიოს: წონასწორობის დაკარგვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა.

მენიერის დაავადება არ იკურნება. მენიერის დაავადების მკურნალობა მოიცავს სიმპტომების სიმძიმისა და თითოეული ეპიზოდის სიხშირის მართვას, რისთვისაც გამოიყენება:

მედიკამენტები - მენიერის დაავადების დროს მედიკამენტების გამოყენება, ძირითადად, მიმართულია ისეთი სიმპტომების სიმძიმის მართვაზე, როგორიცაა ვერტიგო, გულისრევა და ღებინება, შიდა ყურში სითხის დაგროვება.

ინიექციები შუა ყურში – ხელს უწყობს ვერტიგოს სიმპტომების შემსუბუქებას.

ფიზიკური თერაპია, დამხმარე თერაპია და არაინვაზიური პროცედურები ხელს უწყობს მენიერის დაავადების სიმპტომების შემცირებას.

რეაბილიტაცია – ვესტიბულური სარეაბილიტაციო თერაპია, რომელიც მოიცავს სარეაბილიტაციო სავარჯიშოებს, ხელს უწყობს ბალანსის გაუმჯობესებასა და ვერტიგოს სიმპტომების მოხსნას.

სმენის აპარატი – ვინაიდან სმენის დაქვეითების განკურნება არ არსებობს, სმენის აპარატები რეკომენდებულია უფრო დიდი დაზიანების მქონე პაციენტებისთვის.

დადებითი წნევის თერაპია – ძნელად სამკურნალო ვერტიგოსთვის ეფექტურია წნევის თერაპია. ეს არის შუა ყურზე ზეწოლა სითხის დაგროვების შესამცირებლად, რაც კეთდება სპეციალური მოწყობილობის დახმარებით.

ქირურგიული ჩარევა – რეკომენდებულია მძიმე სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის. შიდა ყურში ჭარბი სითხის დაგროვებით გამოწვეული მენიერის დაავადების სიმპტომების შემცირებაში დიეტა დაგეხმარებათ. კარგი კვება და ცხოვრების სწორი წესი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს მენიერის დაავადების სიმპტომების სიმძიმეს.

დიეტური ცვლილებები მოიცავს: მიირთვით მცირე ულუფებით და ხშირად. ოღონდ, ორ კვებას შორის 4 საათზე მეტი ინტერვალი არ იყოს. შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება, დღეში, მაქსიმუმ, ერთი ჭიქით. ასევე, შეზღუდეთ კოფეინიანი სასმელები, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ტინიტუსი. შეამცირეთ მარილი, რადგან ნატრიუმი იწვევს სითხის შეკავებას (მოერიდეთ მონონატრიუმის გლუტამატს, ნატრიუმის მარილის ყველაზე მავნე ფორმას). მოერიდეთ სითხეებს, რომლებიც შეიცავს შაქარსა და მარილს. ამის ნაცვლად, დალიეთ წყალი, რძე და ახალგამოწურული ხილის წვენები. მოერიდეთ საკვებს, რომელსაც აქვს მარტივი შაქრის მაღალი კონცენტრაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა