მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ არტერიების სტენოზზე

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.06

არტერიები
დაკოპირებულია

არტერიების სტენოზი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს მათი სანათურის შევიწროება. შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადების განვითარების მიზეზი არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანებაა, როდესაც სისხლძარღვების კედლებზე გროვდება ქოლესტერინის ფოლაქები. დროთა განმავლობაში პათოლოგია პროგრესირებს სისხლძარღვის მცირე შევიწროების სტადიიდან სრულად დახშობამდე. არტერიების სტენოზი საშიში მდგომარეობაა და მკურნალობის არარსებობა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია. იმის მიხედვით, თუ რომელი არტერიაა დახშული, შეიძლება, დაზიანდეს ესა თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო: თავის ტვინი, გული, თირკმელები, ფილტვები და ასე შემდეგ. ამიტომ სისხლძარღვოვანი პათოლოგიის პირველივე სიმპტომებისას აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

არტერიების სტენოზი ერთი რომელიმე მიზეზით არ ვითარდება. ხშირად დაავადების აღმოცენება უკავშირდება გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ერთობლიობას. პირველ რიგში, აღსანიშნავია ათეროსკლეროზი – არტერიების კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქების დაგროვება. ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირება განაპირობებს სისხლძარღვის სანათურის შიგნიდან შევიწროებას და სისხლძარღვოვან პათოლოგიას. დაავადების განვითარების სხვა მიზეზებია:

• სისხლძარღვების აგებულების თანდაყოლილი ანომალიები - დაკლაკნილობა, ჰიპოპლაზია;

• არტერიების კედლების აშრევება;

• სისხლძარღვზე კეთილ- ან ავთვისებიანი წარმონაქმნის ზეწოლა;

• გაზრდილი თრომბწარმოქმნა;

• შაქრიანი დიაბეტი;

• ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

• სიმსუქნე;

• ცხოვრების უმოძრაო წესი;

• ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება;

• ძლიერი ტრავმა, დარტყმა, შერყევა;

• სისხძარღვთა ანთებითი დაავადებები;

• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

• ცხოვრების უმოძრაო წესი;

• ჰიპერტონიული დაავადება;

• ქრონიკული სტრესი.

აღინიშნება:

• საზარდულის, მუხლქვეშა ფოსოს ან ტერფის მიდამოში პულსის მკვეთრი შესუსტება ან გაქრობა;

• სიარულისას წვივისა და ბარძაყის კუნთების ტკივილი, ხანგამოშვებითი კოჭლობა, რომელიც დასვენების შემდეგ გაივლის;

• ტერფის მიდამოში მუდმივი ან პერიოდული ტკივილი, რომელიც კიდურის იძულებითი მდგომარეობის მიღებას ითხოვს;

• ტერფის მიდამოს სიცივე, კანის გაფერმკრთალება, მძიმე შემთხვევებში ციანოზი, მარმარილოსებრი – ლაქოვანი შეფერილობა და ტროფიკული მოშლილობა ნეკროზის სახით.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სიარულის დროს ტკივილი, რაც ადამიანს გაჩერებას ან სიარულის სიჩქარის შემცირებას აიძულებს. საწყის სტადიაზე პაციენტი გრძნობს წვივის კუნთების უკანა ზედაპირის მიდამოში დაღლილობას. ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი შეგრძნებები შეიძლება, განვითარდეს ბარძაყისა და დუნდულა კუნთებშიც. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, სიარულის სიჩქარე ქვეითდება და გავლილი დისტანციაც მცირდება. ამას გარდა, ახალგაზრდა მამაკაცებს ხშირად აღენიშნებათ პოტენციის დარღვევები. ყველა ეს სიმპტომი საყურადღებოა და საჭიროა სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია.

პროფილაქტიკა გულისხმობს:

• ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ცხიმიან საკვებზე უარის თქმას;

• სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგებას;

• ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას;

• ყოველდღიურად არანაკლებ 30 წუთისა ფიზიკურ აქტივობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული