მედიცინა

რა უნდა გავაკეთოთ ბავშვის მშვიდი ძილისთვის

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 31.08

ძილი
დაკოპირებულია

პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვილს მშობლების ოთახში უნდა ეძინოს. ამით შემცირდება უეცარი სიკვდილის რისკი – მშობლებს ადვილად გაეღვიძებათ და დროულად დაეხმარებიან პატარას გასაჭირში. მაგალითად, ღებინების ან აპნოეს – სუნთქვის შეწყვეტის – დროს.

პატარას აუცილებლად უნდა ეძინოს მშობლების ოთახში, მაგრამ საკუთარ საწოლში, საუკეთესო შემთხვევაში – მშობლების საწოლზე მიდგმულ საბავშვო საწოლში, რომელსაც ცალი მხარე ეხსნება. ეს ვარიანტი განსაკუთრებით კომფორტულია მეძუძური დედებისთვის.

უნდა ეძინოს ყოველთვის ზურგზე! მუცელზე ან გვერდზე წოლა ზრდის უეცარი სიკვდილის რისკს. თუ ბავშვს პირქვე მწოლიარეს ჩაეძინა, აუცილებლად გადმოატრიალეთ.

უნდა ეძინოს მაგარ ზედაპირზე. ზეწარი იყოს გლუვი და მჭიდროდ ეკვროდეს ლეიბს, რათა მოძრაობისას ბავშვმა არ მოიზიდოს და სახეზე არ დაიფაროს.

ძილის წინ აუცილებლად ამოალაგეთ ბავშვის საწოლიდან ბალიშები, გადასაფარებლები, რბილი სათამაშოები. გახსოვდეთ, ახალშობილი მხოლოდ ცხვირით სუნთქავს, საწოლში მიყრილ-მოყრილი ზედმეტი ნივთები კი ადვილად შეიძლება აეფაროს სასუნთქ გზებზე და გაგუდოს. გარდა ამისა, ჩახუთულ საწოლში ამოსუნთქვისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი გროვდება, რაც მოგუდვის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

პლედის დაფარების ნაცვლად ჩააცვით საღამური ან გარემოს ტემპერატურის შესაფერისი საძილე ტომარა.

გაითვალისწინეთ: ნუ მოსწევთ თამბაქოს ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს.

4-6 თვიდან ბავშვი უკვე შეგიძლიათ, შეაჩვიოთ ძილის რუტინას:

• გათიშეთ ტელეფონები და ტელევიზორები;

• აბანავეთ ბავშვი ძილის წინ;

• გაუკეთეთ ზურგის მასაჟი (რაც რეალურად ხელით მოფერებას ნიშნავს);

• მიეცით მატყუარა;

• მოასმენინეთ კლასიკური მუსიკა;

• წაუკითხეთ ზღაპარი.

თუ გინდათ, თქვენი შვილი იყოს ჯანმრთელი და განვითარდეს სწორად, დაუჯერეთ მსოფლიოს წამყვან პედიატრებს და დროებით უარი თქვით ამ სიამოვნებაზე. 2 წლამდე ბავშვს ბალიში არ სჭირდება. არც დიდი და არც პატარა, არც მაგარი და არც რბილი, არც ბუმბულის და არც სინთეტიკური, არანაირი.

არასაკმარისი ძილი ძალიან ცუდად მოქმედებს ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე. ამის გამო ბავშვი დილით არა მხოლოდ ცუდ ხასიათზე იღვიძებს, არამედ მეტად სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას. მეცნიერებმა დაამტკიცებს, რომ ბავშვები, რომელთაც ძილის პრობლემა აქვთ:

• ხშირად ავადობენ ალერგიით, ყურის ინფექცით;

• მათ უფრო ხშირად აწუხებთ სოციალური და ემოციური პრობლემები;

• ძილის დარღვევა პირდაპირ არის დაკავშირებული რიგ დაავადებებთან;

• ძილის დარღვევა იწვევს ჭარბ წონასა და შაქრიან დიაბეტს;

•არასაკმარისი ძილი იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს ბავშვის და არა მარტო ბავშვის ორგანიზმში;

• უძილობა, ასევე, იწვევს დეპრესიასა და შფოთს ადამიანის ორგანიზმში;

• ამ დროს შესაძლოა, თავი იჩინოს ფიზიკური განვითარების შეჩერებამ, ეს განსაკუთრებით ზრდის ჰორმონს ეხება;

• არასაკმარისი ძილი აქვეითებს იმუნიტეტს;

• ბავშვები, რომელთაც აწუხებთ უძილობა, უფრო მეტად არიან მიდრეკილები უბედური შემთხვევებისა და ტრავმებისკენ.

ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები და მაქსიმალურად დაიცავით ბავშვისა დღისა და ძილის რეჟიმი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა