მედიცინა

რა მიანიშნებს ბავშვის ორგანიზმში ჭიების არსებობაზე

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.07, 2025 წელი

ჭიები
დაკოპირებულია

ბავშვებში ჭიების არსებობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ბავშვში შეიძლება არაფერი შეიმჩნეოდეს, ძირითადად, ჭიები სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდება, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები:

* მუცლის ტკივილი: ხშირად აღინიშნება მუცლის შებერილობა, სპაზმური ტკივილები, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ ან ღამით. ტკივილის ლოკალიზაცია შეიძლება, იყოს ჭიპის არეში;

* გულისრევა და ღებინება: ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება, ჰქონდეს გულისრევის შეგრძნება და იშვიათად – ღებინება;

* დიარეა ან ყაბზობა: ჭიებმა შეიძლება, გამოიწვიოს როგორც ფაღარათი (დიარეა), ასევე, შეკრულობა (ყაბზობა), რაც დამოკიდებულია ჭიის ტიპზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ რეაქციაზე;

* მადის ცვლილებები: ბავშვს შეიძლება მოემატოს ან დაუქვეითდეს მადა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ტკბილეულის მიმართ გაძლიერებული ლტოლვა;

* წონის კლება: მიუხედავად ნორმალური ან მომატებული მადისა, ბავშვმა შესაძლოა, დაიწყოს წონაში კლება, რადგან ჭიები ორგანიზმიდან საკვებ ნივთიერებებს ითვისებენ;

* ანალური ქავილი: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი, განსაკუთრებით ღამით.

ზოგადი სიმპტომები:

* დაღლილობა და სისუსტე: ბავშვი ხდება მოთენთილი, ენერგიის ნაკლებობით, გაღიზიანებული;

* ძილის დარღვევა: ანალური ქავილის გამო ბავშვს უჭირს დაძინება, ხშირად ეღვიძება ღამით;

* გაღიზიანებადობა და ცუდი ხასიათი: ბავშვი ხდება უფრო ჭირვეული, ადვილად ღიზიანდება;

* კანის პრობლემები: ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, გამოვლინდეს კანის გამონაყარი, ალერგიული რეაქციები, კანის სიმშრალე;

* ანემია: რკინადეფიციტური ანემია ხშირი თანმხლები პრობლემაა, რადგან ჭიები ხელს უშლიან ორგანიზმში რკინის ათვისებას. ეს გამოიხატება სიფერმკრთალით, სისუსტით, თავბრუსხვევით;

* კბილების კრაჭუნი ძილის დროს (ბრუქსიზმი): მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი ყოველთვის არ მიუთითებს ჭიებზე, ხშირად ასოცირდება მათთან;

* ლიმფური კვანძების გადიდება: იშვიათად, მაგრამ ზოგიერთი ტიპის ჭიამ შეიძლება, გამოიწვიოს ლიმფური კვანძების გადიდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი