რა იწვევს კბილების მორყევას და როგორ ავიცილოთ ის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
თავდაპირველად ბაქტერიები კბილზე ჯერ ნადებისა და შემდეგ კბილის ქვის სახით იწყებენ დაგროვებას, განსაკუთრებით – კბილ-ღრძილოვან ღარში. მათი ზემოქმედებით იწყება ანთება ღრძილის ქსოვილში, რასაც გინგივიტი ეწოდება. თუ ამ ეტაპზე არ მოხდა პაროდონტოლოგიური მკურნალობით პროცესის შეჩერება, დროთა განმავლობაში ბაქტერიები დაარღვევენ კბილ-ღრძილოვან შეერთებას და დაიწყებენ ღრძილის ქვეშ, კბილის ფესვის ზედაპირზე ჩაზრდას, გამრავლებასა და კბილის ქვის წარმოქმნას. კბილ-ღრძილოვანი შეერთების დარღვევის შედეგად ხდება პაროდონტული ჯიბის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ადამიანი ამას ვერც გრძნობს და ვერც ხედავს. მხოლოდ პაროდონტოლოგს შეუძლია შეამჩნიოს ეს პროცესი. რაც უფრო ღრმად ვრცელდება კბილის ფესვზე ბაქტერიები და მიდის ანთება, მით უფრო ღრმავდება პაროდონტული ჯიბე და ხდება პაროდონტისა და, რაც მთავარია, ალვეოლური ძვლის დაშლა. ამ დროს ღრძილი, ძირითადად, მოწითალო შეფერილობისაა, შეშუპებული და სისხლმდენია. თუმცა დროდადრო შესაძლოა, სიმპტომები გაქრეს და ჯანმრთელადაც კი გამოიყურებოდეს
პაროდონტის დაავადების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, რაც გულისხმობს: კბილების გახეხვას დილას და საღამოს, ძილის წინ (თუ შესაძლებელია და ეს ზედმეტ უხერხულობას გიქმნით – სახლის გარეთ ყოფნისასაც, საკვების მიღების შემდეგაც, თუნდაც კბილის პასტის გარეშე). ფლოსით, კბილთაშორისი ჯაგრისით ან პირის ღრუს ირიგატორით კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდა, მინიმუმ, დღეში ერთხელ. სასურველია სპეციალურად თქვენთვის შერჩეული ანტისეპტიკური სავლების გამოყენებაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




