მედიცინა

რა იწვევს გულმკერდის ანევრიზმას და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.04, 2022 წელი

გულმკერდის ანევრიზმა
დაკოპირებულია

გულმკერდის აორტის ანევრიზმა არის სუსტი წერტილი აორტის ზედა ნაწილში. აორტა არის მთავარი სისხლძარღვი, რომელიც მთელ სხეულს აწვდის სისხლს.

გულმკერდის აორტის ანევრიზმას ასევე ეწოდება გულმკერდის ანევრიზმა და აორტის დისექცია, რადგან ანევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიის კედლის გახევა (დისექცია), რაც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სისხლდენას. პატარა და ნელა მზარდი გულმკერდის აორტის ანევრიზმები შეიძლება არასდროს გაიხეს, უფრო დიდი, სწრაფად მზარდი ანევრიზმები კი დიდი ალბათობით, იხევა.

ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუწყონ ანევრიზმის განვითარებას:

👉ათეროსკლეროზი. არტერიის კედლებში ფოლაქების დაგროვებასთან ერთად ისინი უფრო ნაკლებად მოძრავები ხდებიან, დამატებითი ზეწოლა კი მათ დასუსტებასა და გამობერვას იწვევს. სისხლის მაღალი წნევა და ქოლესტეროლის მაღალი დონე ზრდიან ათეროსკლეროზის რისკს. ამიტომ ის უფრო ხშირად ხანშიშესულ ადამიანებში ვლინდება;

👉გენეტიკური ფაქტორები. აღმავალი აორტის ანევრიზმის მქონე ახალგაზრდა ადამიანებს ხშირად აქვთ გენეტიკური მიზეზი. მარფანის სინდრომი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს. აორტის კედლის სისუსტის გამო ამ დაავადების მქონე ადამიანებს გულმკერდის აორტის ანევრიზმის განვითარების განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ. მარფანის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ დამახასიათებელი ფიზიკური თვისებები, მათ შორის ტანმაღლობა, გრძელი ხელები, დეფორმირებული მკერდის ძვალი და თვალის პრობლემები;

👉 აორტის სარქვლის პრობლემები. გულმკერდის აორტის ანევრიზმის გაზრდილი რისკი აქვთ აორტის სარქვლის პრობლემების მქონე ადამიანებს. ეს განსაკუთრებით ხშირია სამის მაგივრად ორკარიანი აორტის სარქვლის მქონე ადამიანებში;

👉 მკურნალობის გარეშე დატოვებული ინფექცია. იშვიათად, მაგრამ გულმკერდის აორტის ანევრიზმის გამოწვევა შეუძლია მკურნალობის გარეშე დატოვებულ ინფექციას, მაგალითად, სიფილისს და სალმონელოზს;

👉 ტრავმული დაზიანება. იშვიათად, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ავტოავარიაში ხვდებიან, შეიძლება, განუვითარდეთ გულმკერდის აორტის ანევრიზმა.

გულის ანევრიზმა ემართება მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილთა 10-15 პროცენტს. გულის ანევრიზმის ყველაზე საშიშ გართულებად მიიჩნევა მისი გახეთქვა, რაც ადამიანს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის, ვინაიდან გულის ანევრიზმის გაგლეჯას მყისიერი სიკვდილი მოსდევს.

ნიშნები და სიმპტომები

მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე ჩამოყალიბებული გულის ანევრიზმა ვლინდება საერთო სისუსტით, თავბრუსხვევით, ქოშინით, სხეულის ტემპერატურის უფრო ხანგრძლივი მომატებით, ვიდრე ინფარქტის დროს. გულში ანევრიზმის არსებობა ანელებს შეხორცების პროცესს და ხელს უშლის ინფარქტის ადგილას მკვრივი ნაწიბურის წარმოქმნას. მოგვიანებით ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთვის გულის უკმარისობის ნიშნები: ქოშინი, ქვედა კიდურების შეშუპება და სხვა, რაც მიოკარდიუმის კუმშვითი შესაძლებლობის დაქვეითებით არის განპირობებული. ანევრიზმის დროს შესაძლოა გამოხატული იყოს შემდეგი სიმპტომებიც:

👉 ტკივილი გულის მიდამოში;

👉ჰაერის უკმარისობისა და მოხრჩობის შეგრძნება;

👉 სიმპტომების შემსუბუქება დაჯდომისას;

👉 გულის რიტმის დარღვევა, ძლიერი გულისცემის შეგრძნება;

👉სიმპტომების გაძლიერება ფიზიკური დატვირთვისას;

👉 ფსიქომოტორული აღგზნება;

👉 კანის სიფერმკრთალე ან სილურჯე;

👉 ოფლიანობის გაძლიერება;

👉 ხველა;

👉 მოვარდისფრო, ქაფიანი ნახველი;

👉 კისრის ვენების დაბერვა;

👉 ასციტი.

მკურნალობა ანევრიზმის ფორმირების საწყის სტადიაზე ან მწვავე ანევრიზმის დიაგნოსტირების შემთხვევაში რეკომენდებულია:

👉 მკაცრი წოლითი რეჟიმი;

👉 იმ პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ხელს უშლის არითმიის ჩამოყალიბებას.

გულის ანევრიზმის პროგნოზი მეტად სერიოზულია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანევრიზმების პროფილაქტიკას, კერძოდ, მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეულ გამოვლენას და მისი ორგანიზაციის პერიოდში სათანადო, მშვიდი რეჟიმის დაცვას დინამიკური სამედიცინო მეთვალყურეობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი