მედიცინა

რა გზებს უნდა მივმართოთ ტრაქეიტის პროფილაქტიკისთვის

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.07, 2021 წელი

ტრაქეიტი
დაკოპირებულია

ტრაქეიტი ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ტრაქეიტის გამომწვევ ფაქტორებად სხვადასხვა ალერგენი სახელდება: – ვირუსი, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, იშვიათად – სიმსივნური დაავადება და სხვა.

ტრაქეიტის სიმპტომები ხშირად ვლინდება სასუნთქი გზების მიმდებარე ნაწილებზე მწვავე ანთებითი პროცესის გავრცელების კვალდაკვალ. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია ღამით და დილით ადრე მშრალი ხველა, ხველის შეტევა ღრმად ჩასუნთქვის, ტირილის, სიცილისა და ჰაერის ტემპერატურის შეცვლის დროს. ხველის დროს ავადმყოფი მკერდის უკან და ყელში მწვავე ტკივილს გრძნობს, ამიტომ სუნთქვითი მოძრაობის შემცირებას ცდილობს. შედეგად სუნთქვა ხშირდება და ზერელე ხდება. ნახველის მცირე რაოდენობით დაგროვებამაც კი შესაძლოა, კონვულსიური ხველის შეტევა გამოიწვიოს.

თანმხლები ლარინგიტის დროს შეიძლება, ავადმყოფს ხმაში ხრინწი გაერიოს, ხმა ჩაეხლიჩოს. ტრაქეიტის დროს ანთებითი პროცესი არცთუ იშვიათად მსხვილ ბრონქებსაც მოიცავს და კლინიკური სურათი ტრაქეობრონქიტის თვისებებს იძენს, რომლის დროსაც ხველა უფრო მტანჯველი და მუდმივია, ვიდრე ტრაქეიტის დროს, სხეულის ტემპერატურაც უფრო მაღალია.

ტრაქეიტის მწვავე ფორმის დროს ანთებითი პროცესი ვლინდება ტრაქეის ლორწოვანი გარსის შეშუპებით, ჩირქოვანი ან ლორწოვანი ნახველის ჭარბი გამოყოფით. მწვავე ტრაქეიტის დროს ავადმყოფი უჩივის მტკივნეულ ხველას ნახველის გამოყოფით, მკერდის უკან წვის შეგრძნებას, სუნთქვის გაძნელებას, ხმის ჩახლეჩას. ხველა შეტევისებური ხდება და თან სდევს თავის ტკივილი, ზოგჯერ – კოლაფსიც კი. ხველის შეტევა უმეტესად ღამღამობითა და დილაობით, ასევე, ღრმად ჩასუნთქვის დროს იჩენს თავს. სხეულის ტემპერატურა შესაძლოა, უმნიშვნელოდ იყოს მომატებული, უფრო მეტად – საღამოობით.

ტრაქეიტის პრევენცია

ძირითადი პრევენციული ზომები მიზნად ისახავს ტრაქეიტის განვითარების პროვოცირებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას. დაავადების თავიდან ასაცილებლად დაავადების შესაბამისად კარგი იქნება:

👉 სხეულის გამკვრივება

👉 თავიდან აიცილოთ ჰიპოთერმია

👉 არ გაჩერდეთ ოთახებში ბევრ ხალხთან ერთად, განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში

👉 ალერგენებთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა, რამაც შესაძლოა ალერქიული რეაქცია გამოიწვიოს

👉 მოწევის შეწყვეტა

👉 დასაქმების შეცვლა, თუ ეს მავნე წარმოებაა

👉 ინფექციის მწვავე და ქრონიკული ფონის დროული და ხარისხიანი მკურნალობა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა