მედიცინა

რა გავაკეთოთ დაღლილობის თავიდან ასარიდებლად

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

დაღლილობა
დაკოპირებულია

ნერვულმა ან ფიზიკურმა გადაღლამ შესაძლოა, მავნე ზემოქმედება მოახდინოს ჰორმონების გამომმუშავებელი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირებაზე. ორგანიზმში ჰორმონების გადაჭარბებული ან არასაკმარისად მიწოდება ხელს უწყობს გადაღლას. მომატებული დაღლილობის გამომწვევი მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობა... ხმაური კი გადაღლილობის გამომწვევი ყველაზე სერიოზული ფაქტორია, რადგანაც ის ამწვავებს ადამიანის ორგანიზმზე გარემოს არასასურველი პირობების ზემოქმედებას. როდესაც ნერვული სისტემა დასუსტებულია, მაშინ მტკივნეულად ვრეაგირებთ ნებისმიერ ბგერაზე. მუდმივი ან ძლიერი ხმაური განაპირობებს გადაღლის განვითარებას. როდესაც შიში, სიხარული, გაოცება, წყენა, შური ნორმალური დოზით ვლინდება, ორგანიზმს ადვილად გადააქვს. თუ ეს მღელვარება ძლიერია, თან, დროის მოკლე შუალედებში, ორგანიზმს ნერვული სისტემის გადაძაბვის ხარჯზე უწევს გარემოს შეცვლილ პირობებთან შეგუება და ყველა დაცვის საშუალების მობილიზება.

გონებრივი გადაღლის მიზეზი იშვიათადაა მუშაობის დროს განვითარებული გადაძაბვა. ის, პრაქტიკულად, ყოველთვის დაკავშირებულია პიროვნების თვისებებთან. გონებრივი გადაღლა ვითარდება შფოთვითი მდგომარეობის ფონზე, რომელიც მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, იშვიათად არის შემოქმედებითი წვის შედეგი.

რა არის გამოსავალი

აუცილებლად ისაუზმეთ. დალიეთ სითხე ხშირად. როდესაც გეძინებათ, დაწექით. არის სიტუაციები, როდესაც მიუხედავად დაღლილობისა, მაინც ვერ იძინებთ. ამ შემთხვევაში დამამშვიდებელი საშუალებები დაგეხმარებათ.

ჩვეულებრივ, დაღლილობისას დაწოლა და დაძინება გვინდა, მაგრამ გაღვიძების შემდეგ დაღლილობა არსად ქრება. ამ შემთხვევაში პრობლემა სულ სხვა მიმართულებით გადაწყვიტეთ – ჩართეთ მუსიკა და იცეკვეთ. ყოველდღიურად იარეთ ფეხით ნახევარი საათის განმავლობაში, ასევე, ეცადეთ, არ ისარგებლოთ ლიფტით.

შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესს, დამამძიმებელ ურთიერთობებს, უაზრო სამუშაოს და ჭირვეულ ადამიანებს. უკუაგდეთ ყველაფერი, რაც დაგადარდიანებთ და ცხოვრებაში შემოუშვით სიხარული.

გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები

ღრმა სუნთქვა – ნელა და ღრმად შეისუნთქეთ ჰაერი ცხვირიდან, დაითვალეთ 5-მდე და ნელა ამოისუნთქეთ პირის საშუალებით. ასეთი ღრმა, რიტმული სუნთქვა მოდუნებაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს ჟანგბადით გააჯერებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი