რა არის საკვერცხის კისტის გასკდომის მიზეზი და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.02, 2021 წელი

საკვერცხის კისტის გასკდომის შინაგანი მიზეზი შესაძლოა, იყოს ის ფაქტორები, რომლებიც ზრდიან მუცლის შიდა წნევას:
* ხშირი სქესობრივი აქტები ან აქტიური სქესობრივი აქტი;
* დიდი ფიზიკური დატვირთვა;
* მუცლის ტრავმა;
* ხშირი სპორტული აქტივობა.
შინაგანი მიზეზებიდან გამოყოფენ შემდეგს:
* ანთებითი პროცესი ორგანიზმში;
* ჰორმონალური დისბალანსი;
* მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები;
* გინეკოლოგიური დაავადებების არსებობა.
საკვერცხის კისტის გახეთქვის ნიშნები – საკვერცხის კისტა შეიძლება, გასკდეს ნებისმიერ მომენტში, ძალიან სპონტანურად. მას ახლავს უეცარი, ინტენსიური ტკივილი მუცლის ქვედა და მენჯის ღრუს არეში.
სხვა სიმპტომები:
* თავბრუ;
* დაბალი არტერიული წნევა;
* სიფერმკრთალე და გალურჯება;
* ახშირებული პულსაცია – სისხლის დაკარგვის ნიშნები;
* გონების დაკარგვა მწვავე ტკივილის გამო;
* მაღალი ტემპერატურა.
კისტის გასკდომას ახლავს სისხლდენა მუცლის არეში, სწორედ, ამიტომ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სპეციალისტი.
ნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დახმარების გაწევამდე არ დაიტვირთოთ ფიზიკურად, რადგანაც ინტენსიურმა სისხლდენამ შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სერიოზული ზიანი მიადგეს ქალის ორგანიზმს და მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ამან შეიძლება გამოიწვიოს:
* სეფსისი;
* საკვერცხის ქირურგიული მოცილება;
* უნაყოფობა;
* ჩირქოვანი ანთება მუცლის ღრუში;
* სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირებით გამოწვეული ანემია;
* გარე ორსულობა.
სამწუხაროდ, პათოლოგიის ხელმეორედ გაჩენის თავიდან აცილების გარანტია ვერ იქნება ის, რომ ადრე ჩაიტარეთ საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა, ან გახეთქილი კისტის შემთხვევაში დროულად მიიღეთ სამედიცინო დახმარება.
თუ მიდრეკილი ხართ ამ პათოლოგიებისადმი, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. გაიარეთ გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ მაინც, რათა დროულად შეიტყოთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და შეძლოთ საშიშროების აღკვეთა.
პრევენციისთვის რეკომენდებულია:
* სწორი და დაბალანსებული კვება;
* ზომიერების ფარგლებში სპორტით დაკავება;
* ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება.
ამ წესების დაცვით თქვენ შეძლებთ ჯანმრთელობის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან