მედიცინა

რა არის ფენილკეტონურია და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებაზე

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ნიახური
დაკოპირებულია

ნიახური ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია, რომელსაც ფართოდ იყენებენ როგორც საკვებად, ისე სამკურნალოდ. მასში მრავლადაა ვიტამინები, მინერალები და ბიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე.

ნიახურის ძირითადი სამკურნალო თვისებები

1. წნევის რეგულაცია: ნიახური შეიცავს ფთალიდებს, ნივთიერებებს, რომლებიც აწყნარებს სისხლძარღვების კედლებს, აფართოებს მათ და ამცირებს არტერიულ წნევას. ამიტომ ხშირად გამოიყენება ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ.

2. დიურეზული (შარდმდენი) მოქმედება: ნიახური ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და მარილების გამოდევნას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა შეშუპების, პოდაგრისა და თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს.

3. მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება: ნიახური მდიდარია C ვიტამინით, ბეტა-კაროტინითა და ფლავონოიდებით, რომლებიც ამცირებენ ანთებას და აფერხებენ დაბერების პროცესებს.

4. საჭმლის მონელების გაუმჯობესება: მისი ბოჭკოვანი სტრუქტურა აჩქარებს მონელებას, აუმჯობესებს ნაწლავთა მოქმედებას და ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში.

5. ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი: ნიახური შეიცავს მაგნიუმსა და ეთერზეთებს, რომლებიც ამშვიდებენ ნერვულ სისტემას, ამცირებენ სტრესს და ხელს უწყობენ ძილის გაუმჯობესებას.

6. წონის რეგულაცია: ნიახური დაბალკალორიულია და შეიცავს ბევრ ბოჭკოს, რაც აძლიერებს დანაყრების შეგრძნებას. ამიტომ ეფექტურია დიეტის დროს.

7. გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა: ნიახური ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და იცავს გულს ათეროსკლეროზისგან.

8. სასქესო სისტემის გამაჯანსაღებელი: ტრადიციულ მედიცინაში ნიახური მიიჩნევა ბუნებრივ აფროდიზიაკად – იგი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ენერგიას.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება:

• ნიახურის წვენი – სვამენ დღეში 1–2 სადილის კოვზით საჭმლის მიღებამდე, სისხლძარღვთა გამაძლიერებლად და ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად;

• თესლის ნაყენი გამოიყენება, როგორც შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ხალხური რეცეპტი, რომლებიც სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას ეხმარება:

* მაღალი წნევის დასარეგულირებლად: 1 სადილის კოვზ დაფქულ ან წვრილად დაჭრილ ნიახურის ფესვს დაასხით, 1 ჭიქა ადუღებული წყალი წყალი. დააყენეთ, დაახლოებით, 30 წუთი და გაწურეთ. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, სასურველია დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

* შუპებისა და თირკმელების გაწმენდისთვის: 2 სადილის კოვზ ნიახურის ახალ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 20-25 წუთი, შემდეგ გაწურეთ და სვით დღეში 2–3-ჯერ ნახევარი ჭიქა. ეს რეცეპტი შარდმდენად მოქმედებს და ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა