მედიცინა

პრასი – ბუნებრივი მკურნალი

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 23.05

პრასი
დაკოპირებულია

პრასი, გარდა იმისა, რომ გემრიელია და მრავალ კერძს აძლევს არომატს, სამკურნალოდაც გამოიყენება. ქართულ ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა, რომ მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს როგორც დაავადებების პრევენციას, ისე არსებული პრობლემების შემსუბუქებას.

რატომ უნდა დავამატოთ პრასი რაციონში:

გაძლიერებული იმუნიტეტი – პრასი მდიდარია A, C და K ვიტამინებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში.

სასარგებლოა გულისთვის – ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

აჯანსაღებს კუჭ-ნაწლავის სისტემას – პრასის ბოჭკოები აუმჯობესებს მონელებას და ნაწლავების მუშაობას.

დეტოქსეფექტი – მოქმედებს როგორც მსუბუქი შარდმდენი საშუალება და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას.

ბუნებრივი ანტიბიოტიკი – შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს ანთებას და ებრძვის ინფექციებს.

როგორ გამოვიყენოთ პრასი სამკურნალოდ:

პრასის ნახარში გაციების დროს – დაჭრილი პრასი მოათავსეთ 1 ლიტრ წყალში, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში 2-ჯერ. თუ პაციენტს არ აქვს დიაბეტი, შეიძლება, დაუმატოთ თაფლი.

პრასი კუჭისთვის – შებრაწეთ პრასი მცირე რაოდენობით ზეთში, მოაყარეთ ცოტა მარილი და მიირთვით სადილად.

გაციებისა და ხველის დროს – პრასის წვენი თაფლთან ერთად (1 ჩაის კოვზი პრასის წვენი + 1 ჩაის კოვზი თაფლი), მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

გახეხილი პრასი ანთების დროს (გარეგანი გამოყენებისთვის) – წვრილად დაჭრილი ან გახეხილი პრასი შეგიძლიათ, გამოიყენოთ კომპრესის სახით კანზე, ანთებითი ადგილების დასაწყნარებლად (მაგალითად, კუნთების ტკივილის ან დაჭიმულობის დროს). შეახვიეთ სუფთა ტილოში და დაიდეთ რამდენიმე წუთით.

პრასის ახალი წვენი აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ეხმარება სისხლის გამდიდრებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიის დროს. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 1–2-ჯერ, კვების წინ.

პრასი და კარტოფილი ღვიძლის გასაწმენდად – მოამზადეთ წვნიანი პრასით, კარტოფილითა და სტაფილოთი – ეს კომბინაცია ასუფთავებს ღვიძლს და ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.

პრასი რესპირატორული პრობლემების დროს – პრასის თბილი ნახარში ამშვიდებს ხველას, ამსუბუქებს ბრონქების გაღიზიანებას და ხელს უწყობს ნახველის გამოსვლას. შეიძლება, გამოყენებულ იქნას როგორც ჩაის ალტერნატივა – დალიეთ თბილი მცირე ყლუპებით.

პრასი შაქრიანი დიაბეტის დროს – აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ეხმარება შაქრის დონის დარეგულირებაში. რეკომენდებულია ოდნავ მოშუშული ან მოხარშული ფორმით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა