მედიცინა

პიტნის საოცარი თვისებები

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.02, 2023 წელი

პიტნა
დაკოპირებულია

პიტნის ჩაი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს თავის ტკივილს, გამოიყენება ჰიპერტენზიის, სტენოკარდიისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისას. ის ხსნის გაღიზიანებას, ნევროზულობას, აუმჯობესებს ძილს, აქვეითებს აღგზნებადობას, მათ შორის სექსუალურს. გარდა ამისა, პიტნის ჩაი ძლიერი საშუალებაა სუნთქვის გასაუმჯობესებლად, ასევე, დიარეის, გაჭედილი ცხვირის, კუნთებისა და ნაწლავების ტკივილის დროს. ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დაგეხმარებათ უძილობის დაძლევაში, აქტიურად აქვეითებს ტემპერატურას, ადუნებს, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. ამ საოცარი ჩაის მიღება დღის ნებისმიერ დროს შეიძლება.

პიტნის ჩაი მნიშვნელოვნად ამცირებს ოფლიანობას და სიცხისგან შექმნილ დისკომფორტს.

პიტნის ჩაი დაგეხმარებათ, თავი დაანებოთ ნაკლებად ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებს. ის სიგარეტის მოწევაზე თავის დანებების ეფექტური საშუალებაა. თუ ყავას ნორმაზე ხშირად მიირთმევთ, პიტნის ჩაი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. პიტნის ჩაიმაც იცის მიჩვევა და მასზე დამოკიდებულების გამოწვევა, მაგრამ ეს დამოკიდებულება საზიანო ნამდვილად არ გახლავთ, პირიქით. პიტნის ჩაის „კეთილ ნარკოტიკსაც“ უწოდებენ.

სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პიტნის ნაყენი (ჩაი), ნახარში და ზეთი – არომათერაპიისთვის. პიტნისგან მზადდება სხვადასხვა დაავადების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები:

👉ჩაყარეთ თერმოსში 2 სადილის კოვზი პიტნა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ რამდენიმე საათით. სვით ჭიქის მესამედი დღეში სამჯერ. შეგიძლიათ, დაამატოთ შაქარი ან თაფლი. ეს ნაყენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეფექტურად ხსნის ტკივილს კუჭის არეში. პიტნის ნაყენი დაგიწევთ ტემპერატურას, დაგეხმარებათ ოფლის მოდენაში;

👉თუ თბილ წყალში რამდენიმე წვეთ პიტნის ზეთს გახსნით და დალევთ, უკეთ ჩაგეძინებათ. ეს საშუალება დაგეხმარებათ დეპრესიის შემოტევისას, გულისცემის აჩქარებისას. ასეთივე მოქმედება ახასიათებს პიტნის ჩაისაც;

👉პიტნის ნახარშის საფენი ეფექტურია ტკივილის დროს, მათ შორის – რევმატულის. აამებს მწერის ნაკბენისგან გამოწვეულ ტკივილსა და გაღიზიანებას, ხსნის ქავილს;

👉თაფლსა და ლიმონთან შერეული პიტნა ძალიან უხდება გულს. წვრილად დაჭრილ ლიმონს დაამატეთ თაფლი (1:1) და შეინახეთ მაცივარში, პიტნის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლისა და ლიმონის ნარევი. ეს ნაყენი აწესრიგებს გულის რიტმს, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის კუნთების კვებას;

👉თუ პიტნის ნახარშს შეურევთ ზეითუნის ზეთს, მიიღებთ საუკეთესო საშუალებას დამწვრობის დასაამებლად, თავის ტკივილის დროს კი გირჩევთ, ერთმანეთში აურიოთ პიტნისა და ევკალიპტის ზეთი და ამ ნარევით საფეთქლები დაიზილოთ;

👉მასაჟის გასაკეთებლად სპეციალურ ზეთს შეურიეთ პიტნის ნაყენი და მთელ ტანზე შეიზილეთ;

👉თუ თავი აგტკივდათ, არ იჩქაროთ წამლების დალევა. უმჯობესია, პიტნიანი ჩაი მიირთვათ – ტკივილი მალე გაგივლით.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის პიტნის კონცენტრირებული ნაყენის მიცემა არ შეიძლება – მასში მაღალია მენთოლის შემცველობა. თუ ბავშვს ნაწლავთა სპაზმი აქვს და მუცელი სტკივა, მოუმზადეთ მას პიტნის ძალიან ბაცი ჩაი. გახსოვდეთ ისიც, რომ ქრონიკული გულძმარვის დროს პიტნის ზეთის მიღება არ შეიძლება.

პიტნის მიღება არ შეიძლება იმათთვის, ვისაც ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან დაბალი არტერიული წნევა აწუხებს. პიტნის მიღება არ არის სასურველი იმათთვის, ვინც საჭესთან დაჯდომას აპირებს. ორსულებმა პიტნა ფრთხილად და ზომიერად უნდა გამოიყენონ, რომ ნაყოფს ზიანი არ მიადგეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა