მედიცინა

პიტნა თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.04

პიტნა
დაკოპირებულია

პიტნას ფართო გამოყენება აქვს არატრადიციული მედიცინიდან დაწყებული, ოფიციალური ფარმაკოლოგიის ჩათვლით. ის შედის მრავალი ნაყენის, მალამოს, აბის, წვეთების, ექსტრაქტის, ბალახების ნაკრების შემადგენლობაში.

შეიცავს 2,5%-მდე ეთერზეთს, რომლის ძირითადი კომპონენტია მენთოლი. ამ ეთერზეთს შეიცავს მცენარის ფოთლები და ყვავილედი. მენთოლის რაოდენობა ვარირებს იმისდა მიხედვით, თუ სად იზრდება მცენარე და როდის დაკრიფეს ის.

პიტნა, ასევე, შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ბეტაინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსტიროლებს.

პიტნის სასარგებლო თვისებები:

* აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მადას, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, ებრძვის მუცლის შებერილობას;

* აქვეითებს არტერიულ წნევას;

* აუმჯობესებს პირის ღრუს მდგომარეობას: აქრობს უსიამოვნო სუნს, სპობს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს კარიესს. სწორედ ამიტომ უმატებენ პიტნის ექსტრაქტს კბილის პასტაში;

* გამოიყენება როგორც პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

* კურნავს დეპრესიისგან;

* აუმჯობესებს მეხსიერებას, გონების მუშაობას;

* ხსნის ტკივილის სინდრომს;

* უმკლავდება უძილობას, ისტერიას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას;

* ხელს უწყობს შეკრულობისგან გათავისუფლებაში, გამოაქვს ნაღველი, ქოლესტერინი, წმენდს თირკმელებს;

* ორგანიზმს ეხმარება გაციების, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, აწესრიგებს ფილტვებთან და სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს;

* ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;

* აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, ხელს უწყობს ქერტლის მოშორებას, ეწინააღმდეგება გამელოტებას;

* შველის შაკიკის დროს – ჩინელი და იაპონელი მკურნალები მას ხმარობდნენ შაკიკის სამკურნალოდ, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და შინაგანი სისხლდენის შესაჩერებლად.

ყველაზე გავრცელებულია პიტნის ჩაი, რომელიც ხსნის ნერვულ დაძაბულობას, ამშვიდებს, კარგია ჯანსაღი ძილისთვის, ასევე, გაციების დროს. აიღეთ ახალი პიტნის ოთხი ფოთოლი, დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 20 წამის შემდეგ წყალი გადაასხით, შემდეგ კი ისევ დაასხით მდუღარე წყალი და ამჯერად გააჩერეთ 2 წუთი. დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიიღოთ ერთი ჭიქა პიტნის ჩაი. ასევე, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ ან სხვა ბალახეულ ჩაიში ჩაუმატოთ 1–2 ცალი პიტნის ფოთოლი.

პიტნის ნაყენი კარგია გასტრიტის პროფილაქტიკისთვის, პირღებინებისას, გულის არეში ტკივილის დროს. ასევე დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში (გამოვლების სახით).

პიტნის ნახარში ქალებს კლიმაქსის დროს მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა