მედიცინა

პიტნა, როგორც მკურნალი

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

პიტნა
დაკოპირებულია

პიტნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მცენარეა, რომელიც სასიამოვნო სუნითა და მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.

მწვანე არომატული მცენარე საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება სამკურნალოდ და კულინარიაში.

პიტნის ძირითადი თვისებები

* საჭმლის მონელების გაუმჯობესება: პიტნა ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და ამცირებს მეტეორიზმს. მისი შემადგენლობა, განსაკუთრებით კი მენთოლი, ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას, რაც ცხიმების მონელებას აადვილებს. პიტნის ჩაი ხშირად გამოიყენება კუჭის ტკივილის, გულისრევისა და მუცლის შებერილობის შესამსუბუქებლად;

* ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი: მენთოლი ეფექტური ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია. ის ამშვიდებს კუნთებს და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. ამიტომ, პიტნის ზეთი ხშირად გამოიყენება თავის ტკივილის, კუნთების ტკივილისა და სპაზმების დროს;

* სუნთქვის გაუმჯობესება: პიტნის არომატი ეხმარება სასუნთქი გზების გაწმენდას. პიტნის ორთქლის ჩასუნთქვა გაციებისა და გრიპის დროს ხელს უწყობს სუნთქვის გაადვილებას, ცხვირის გაჭედილობის მოხსნას და ხველის შემსუბუქებას;

* იმუნიტეტის გაძლიერება: პიტნა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს (როგორიცაა A და C) და მინერალებს, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში;

* სტრესის მოხსნა: პიტნის სურნელი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. პიტნის ჩაის მიღება დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში, დაძაბულობის მოხსნასა და კარგი ძილის შენარჩუნებაში;

პიტნის გამოყენების ფორმები

* ჩაი: პიტნის ჩაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელიც შეგიძლიათ, დალიოთ როგორც ცხელი, ისე ცივი;

* ზეთი: პიტნის ეთერზეთი გამოიყენება არომათერაპიაში, მასაჟისთვის ან ტკივილის შესამსუბუქებლად;

* დამხმარე საშუალება: პიტნა გამოიყენება სხვადასხვა სახის წამლის, მალამოსა და საკვები დანამატის დასამზადებლად.

პიტნის გამოყენებამდე, განსაკუთრებით, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

კუჭის ტკივილისა და შებერილობისთვის

რეცეპტი: 1 სადილის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 15 წუთით, გადაწურეთ და დალიეთ დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ეფექტი: ამსუბუქებს შებერილობას, ამშვიდებს კუჭს.

ნერვული დაძაბულობისა და უძილობისთვის

რეცეპტი: პიტნისა და ლავანდის ჩაის ნარევი – თითო ჩაის კოვზი ორივე მცენარის ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთი.

ეფექტი: ამშვიდებს, აუმჯობესებს ძილს და ამცირებს სტრესს.

თავის ტკივილისთვის (გარე გამოყენება)

რეცეპტი: ახალგაწურული პიტნის ფოთლების წვენი ან ეთერზეთი წაისვით საფეთქლებზე და ნაზად დაიმასაჟეთ.

ეფექტი: ამცირებს დაძაბულობისა და მიგრენული თავის ტკივილს.

ხველისა და ბრონქიტის დროს

რეცეპტი: 1 სადილის კოვზ პიტნის ფოთლებს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი: დააყენეთ და სვით თბილი.

ალტერნატივა: ორთქლის ინჰალაცია – 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი პიტნის ფოთოლი. თავზე წამოიფარეთ პირსახოცით და ისუნთქეთ ორთქლი 5-10 წუთი.

ეფექტი: ხსნის ნახველს, ამცირებს ხველას და სურდოს.

კანის გაღიზიანებისა და ქავილისთვის

რეცეპტი: 2 სადილის კოვზი პიტნის ფოთოლს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. დააყენეთ, გაცივდეს და გამოიყენეთ დაზიანებულ კანზე გარეგანად.

ეფექტი: ამცირებს ქავილს, სიწითლეს და ანთებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა