მედიცინა

ნუშის განსაკუთრებული თვისებები

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.11

ნუში
დაკოპირებულია

ნუშის შემადგენლობაშია კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი. მასში არის B ჯგუფის ბევრი ვიტამინი – B1, B2, B3, B5, B6, B9, ასევე, ტოკოფეროლი (C ვიტამინი). ნუში შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმებს, ამინომჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, მცენარეულ ფლავონოიდებს.

ნუშის სასარგებლო თვისებები

ნუშს, თავისი შემადგენლობის წყალობით, ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.

ნერვული სისტემისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ექიმები ადამიანებს ურჩევენ, ყოველდღიურად, დაახლოებით, 15 ცალი მიიღონ. 50-ს გადაცილებული ადამიანებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან იცავს ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან. ნუშში შემავალი მცენარეული ანტიოქსიდანტები აწესრიგებს ძილს, ადამიანს შველის სიბერის დროს უძილობისა და სეზონური დეპრესიის დროს.

ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმს სისხლში ჭარბი რაოდენობით გლუკოზის მიღებისგან იცავს. აქედან გამომდინარე, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ნუში სასარგებლოა. ის დადებით გავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე და იმუნიტეტზე.

ნუში სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

ნუშს იყენებენ, როგორც დამხმარე საშუალებას ხველების დროს. ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობის წყალობით ის სიბერის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნუშის ზეთი გამოიყენება მხოლოდ კოსმეტიკური მიზნებით – ის აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.

ნუში აძლიერებს იმუნურ სისტემას.

აქვს რეპროდუქციული ფუნქცია (აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მდგომარეობას მამაკაცებში).

ნუში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მხედველობას. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა პროდუქტის კიდევ ერთი თვისება გამოავლინა – ნუშის ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას, ეს კი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა