ნუში – ყველასთვის სასარგებლო მცენარე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.04, 2023 წელი

ნუში ყველაზე მეტად ქალის ორგანიზმს უხდება. ნუშის სტაბილურად გამოყენების შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭმლის მონელება გაუმჯობესდება. ბევრი დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ ნუში ყველაზე სასარგებლო თხილეულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაწლავების პრობლემა აწუხებთ. ნუში შეიცავს სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს და ბიფიდობაქტერიებს, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და აჩქარებენ მეტაბოლიზმს. ნუშის ყოველდღიური გამოყენება ამცირებს მავნე ბაქტერიებს ნაწლავებში. ეს მავნე ბაქტერიები შესაძლოა, არაერთი ქრონიკული დაავადებების მიზეზი გახდეს. იმოქმედოს გულ-სისხლძარღვებზე და გაზარდოს პარკინსონისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკი.
ნუში – ენერგიის წყარო
პროტეინებით მდიდარი ნუშის მიღება ხელს უწყობს ადვილად დანაყრებას. ამით ნუში მაღალკალორიული საკვების საუკეთესო ალტერნატივაა სამსახურში შესვენებაზე თუ მოგზაურობისას მისართმევად. იმავდროულად, ნუში მაგნეზიუმის, სპილენძისა და B2 ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის გამო ადამიანისათვის ენერგიის წყაროა.
დაავადებების რისკის შემცირება
ნუშში შემავალი ცხიმების სახეობა დაბლა სწევს გულის დაავადებების რისკს.
ნუში E ვიტამინით ყველაზე მდიდარი პროდუქტია. მხოლოდ 28 გრამ ნუშში E ვიტამინის დღიური ნორმაა. სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ამით ნუში ორგანიზმს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ალცჰაიმერის დაავადებისაგან იცავს.
ანტიოქსიდანტებისა და E ვიტამინის წყალობით, ნუში ორგანიზმში კიბოს დაავადების რისკსაც ამცირებს.
ძლიერი ორგანიზმი
ნუში მინერალების წყაროა, რაც აძლიერებს ძვლებს და არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას.
ძლიერი ნერვული სისტემა
მაგნეზიუმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ნუში ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა, რომელსაც სტრესის საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს ნუშის ნაყოფის თხელი, ყავისფერი გარსი, ამიტომ, გარსგაცლილი, თეთრი ან მოხალული ნუში ორგანიზმისთვის ნაკლებად ღირებულია.
მაგნიუმი ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაშიც ეხმარება. ამცირებს დაძაბულობასა და აპათიას. როგორც უკვე აღვნიშნეთ ნუში ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის. ის შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს და აქვს ანტიანთებითი თვისებები. ეს ყველაფერი კი ამცირებს მენოპაუზით გამოწვეულ სიმპტომებს. ასევე ამსუბუქებს ტკივილს ქალურ დელიკატურ დღეებში, ხოლო მაგნიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, ასეთ დღეებში განწყობის დაქვეითებისა და დაძაბულობის დაძლევაშიც ეხმარება.
ექიმების რეკომენდაციით, ნუშის მიღების დღიური ნორმა დღეში ოცდაათ გრამს შეადგენს. ოცდაათი გრამი, დაახლოებით, ოცი ნუშის კაკალია, ანუ 160 კალორია, 5 გრამი ცილები და 20 გრამი ნახევრად უჯერი ცხიმები. 30 გრამი ნუში არ ავნებს თქვენს ფიგურას და დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე. ნუში ყველასთვის სასარგებლოა, მთავარია, ბოროტად არ გამოვიყენოთ და დავიცვათ მისი დღიური ნორმა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან