მედიცინა

ნიშნები თრომბის ამოსაცნობად და პრევენციის გზები

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.08, 2023 წელი

თრომბის ნიშნები
დაკოპირებულია

ერთი, რომელიმე კიდურის შეშუპება

ეს, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს ღრმა ვენის თრომბოზი უჩნდება. ამის გამო, სხეულის ზოგიერთ ნაწილში სისხლის მიმოქცევის გაუარესება ხდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანოები აღარ იღებენ ჟანგბადის საჭირო რაოდენობას. ამ სიმპტომის იგნორირება არ შეიძლება.

ტკივილი ფეხებში

ტკივილი ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია, განსაკუთრებით საშიშია, თუ მას თან ახლავს კრუნჩხვებიც.

უცნაური წითელი ზოლები კანზე

გახსოვდეთ, დაჟეჟილობა არის თრომბის კიდევ ერთი ფორმა. მაგრამ თუ ხედავთ წითელ ზოლებს და ისინი ვენების პარალელურია, მაშინ ეს მხოლოდ „სისხლჩაქცევები“ არ არის. ეს წითელი „ზოლები“, როგორც წესი, ძალიან თბილია, რასაც შეხებისას იგრძნობთ. თუ მათ საკუთარ თავზე ან ახლობელ ადამიანზე შეამჩნევთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

ტკივილი გულმკერდის არეში ღრმა სუნთქვის დროს

თუ მწვავე ტკივილს განიცდით ყოველთვის, როდესაც ღრმად ჩასუნთქვას შეეცდებით, მნიშვნელოვანია ამ სიმპტომს ყურადღებით მოეკიდოთ. ეს შესაძლოა, ფილტვებში თრომბის არსებობას გაუწყებდეთ. ზოგჯერ მას ინსულტის სიმპტომებში ურევენ, მაგრამ სჯობს, ამ ვითარებაში განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინოთ. საქმე ისაა, რომ თრომბმა შესაძლოა, ფილტვის ემბოლია გამოიწვიოს, რომელიც როგორც წესი, ლეტალური შედეგით მთავრდება.

ქოშინი

ეს არ ეხება იმ დროს, როდესაც მე-15 სართულის კიბეებზე ადიოდით. როდესაც ქოშინი „უმიზეზოა“, ეს, ასევე, შეიძლება მიუთითებდეს ფილტვების გარშემო თრომბებზე. ჩვეულებრივ, მას თან ახლავს უეცარი თავბრუდახვევა. თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმემ შეგაწუხათ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ხველა

თუ უმიზეზოდ ხველება გაქვთ (ესე იგი, არ ხართ გაციებული, არ ეწევით და რენტგენის საშუალებით ჩანს, რომ ფილტვები სუფთაა), საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციოთ გულისცემას და სუნთქვის რიტმს. თუ თქვენს ხველას თან ახლავს გულმკერდის ტკივილი, არაწესიერი რიტმი ან აუხსნელი ქოშინი, უნდა მიმართოთ ექიმს.

თრომბები მომაკვდინებელია. თავი აარიდეთ რისკებს და ნუ დააყოვნებთ ექიმთან ვიზიტს. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც გმირობა ან მორცხვობა შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს.

თრომბოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს:

  • ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული;
  • ცხოვრება თამბაქოს გარეშე;
  • წონის კორექცია;
  • ჯანმრთელი კვება;
  • საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება;
  • კვლევა თრომბოფილიაზე;
  • ექიმთან დროული ვიზიტი, რადგან თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

გაითვალისწინეთ, რომ თავიდან უნდა აიცილოთ სხეულის გამოშრობა, სითხის დაკარგვა. ჩვენი ორგანიზმის 65-70 პროცენტი წყალია. თუ ორგანიზმში სითხის დეფიციტი გაჩნდა, სითხის დეფიციტი ვითარდება ჩვენს ორგანიზმში მოცირკულირე სისხლშიც. სისხლი ბლანტი ხდება. ამ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ გაჩნდეს თრომბი. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ასაკოვან ადამიანებს, რომელთაც სისხლძარღვები ისეც დაზიანებული აქვთ. თუ ისინი სითხეს არასაკმარისად მიიღებენ ან ფაღარათის გამო სითხის დანაკარგი ექნებათ, ასევე, სხვა დაავადების სამკურნალოდ დანიშნული შარდმდენი მედიკამენტების მიღებისას ორგანიზმიდან სითხის გამოდევნა ჭარბად მოხდა, შესაძლოა, სადღაც თრომბი წარმოიქმნას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა