მზესუმზირას სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.12, 2023 წელი

მზესუმზირასა და სხვა თესლს სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყარო. მათში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება და მცენარეული ცხიმი. ამიტომ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვთ. მზესუმზირას თესლი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის ნორმალურ ცვლას; ასევე, შეუცვლელ ამინომჟავებს, მათ შორის – მეთიონინს; დიდი რაოდენობით მაგნიუმს – 6-ჯერ მეტს, ვიდრე ჭვავის პური. ეს მიკროელემენტი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის; დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რომლებიც კანისა და ლორწოვანი გარსების გამაგრებას, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ნორმალიზაციას უწყობენ ხელს.
მზესუმზირას მარცვლები მადას აქვეითებს. ამიტომ ის აქტიურად გამოიყენება ზოგიერთ გასახდომ დიეტაში, მაგრამ მაღალი კალორიულობის გამო – ზომიერად. მზესუმზირას ცხიმოვანი მჟავები ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანია. ისინი წვავენ ცხიმოვან უჯრედებს.
გასათვალისწინებელია, რომ სასარგებლოა მზესუმზირას მხოლოდ კარგად გამომშრალი და მოუხალავი მარცვლები. მზესუმზირას მარცვლების კანის გაცლის ან მოხალვის შემთხვევაში მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა ნაწილი იკარგება.
მზესუმზირა არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა, მზესუმზირას კნატუნს სიგარეტის მოწევის პროცესის ჩანაცვლება შეუძლია — ბევრმა ადამიანმა ამ მავნე ჩვევის გადაგდება მზესუმზირას წყალობით მოახერხა.
მზესუმზირას თესლი კუჭის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას ახდენს. ამიტომ, ბევრი ექიმი ურჩევს მას პაციენტებს, რომლებსაც გულძმარვა აწუხებთ.
ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე და ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.
მზესუმზირა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, რაც აუცილებელია გულის კუნთების ნორმალური მუშაობისთვის.
მზესუმზირას თესლი შესანიშნავი საშუალებაა ათესროსკლეროზისა და მიოკადიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.
მზესუმზირა ძალიან კალორიული პროდუქტია, ამიტომ უმჯობესია არ შეიძინოთ ის გარჩეული (ასე გაცილებით მეტს შეჭამთ!) სახით. ამას გარდა, გაფცქვნილ მდგომარეობაში მასში სწრაფად ხდება ნაჯერი ცხიმების დაჟანგვა. ექიმები რეკომენდაციას გვიწევენ, ყოველდღიურად მივირთვათ 50-100 გრამამდე აღნიშნული პროდუქტი.
მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, მზესუმზირას თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის. 3 წლიდან შეიძლება, ვაჭამოთ კვირაში 1-3-ჯერ და არა უმეტეს 50 გრამისა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან