მზესუმზირა უამრავი დაავადებისგან განკურნებაში დაგეხმარებათ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.05, 2021 წელი
მზესუმზირის მარცვლების ქერქი მოუხალავ მდგომარეობაში შესანიშნავად ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს – იოდს, რკინასა და მაგნიუმს, რაც აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვის და სისხლძარღვების შლაკებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად.
თუ ზამთარში კვირაში ერთხელ მოუხალავი მზესუმზირის გულებს მიირთმევთ, ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდება.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირის თესლი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება.
მზესუმზირა შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს, რომელიც ცნობილია, როგორც რაქიტისგან დაცვის საშუალება. ის დიდ როლს ასრულებს ბავშვის ორგანიზმის ზრდაში.
მზესუმზირის ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის. ისინი წვავენ ცხიმოვან უჯრედებს.
მზესუმზირაში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები და კარატინოიდები ჩვენს სხეულს ინფექციებთან და პარაზიტებთან ბრძოლაში ეხმარება.
გასათვალისწინებელია, რომ მზესუმზირის მარცვლების კანის გაცლის ან მოხალვის შემთხვევაში, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა ნაწილი იკარგება. ასე რომ, სასარგებლოა მზესუმზირის მხოლოდ კარგად გამომშრალი და მოუხალავი მარცვლები.
A და E ჯგუფის ვიტამინების წყალობით, მზესუმზირას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. ის გვიცავს ათეროსკლეროზისგან და სიმსივნეებისგან. დადებითად ზემოქმედებს მხედველობაზე.
ვიტამინ B6-ისა და ფოლიუმის მჟავის წყალობით, მზესუმზირა უაღრესად სასარგებლოა ნერვული დაავადებების დროს და გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად.
მზესუმზირის კნატუნი ნერვულ სისტემას აწყნარებს. ამ მხრივ, ეს პროცესი არაფრით ჩამოუვარდება კრიალოსნის მარცვლას.
მზესუმზირის თესლი კუჭის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას ახდენს. ამიტომ, ბევრი ექიმი ურჩევს მას პაციენტებს, რომლებსაც გულძმარვა აწუხებთ.
მზესუმზირის გამოყენება საკვებში მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკური საშუალებაა, მათ შორის ინფარქტის, კანის დაავადებების, ძვლების მოტეხილობის.
ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე და ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მზესუმზირის ფესვების სასარგებლო თვისებები. მას ძალზე ეფექტურად გამოაქვს კენჭები თირკმელებიდან, ნაღვლის ბუშტიდან, ხსნის სახსრებში მარილების დაგროვებას, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სმენასა და მხედველობას, კარგია თავბრუს, გულისა და თავის ტკივილის დროს.
ფესვებს შემოდგომაზე ამზადებენ. სამკურნალოდ გამოიყენება მხოლოდ ძირითადი, ცენტრალური ფესვი.
გამომშრალ და დაქუცმაცებულ 1 ჭიქა ფესვს 3 ლიტრ წყალში ადუღებიდან სამი წუთის განმავლობაში ხარშავენ. ეს სამი ლიტრი ნახარში სამი დღის ულუფაა, ანუ დღეში 1 ლიტრის ოდენობით უნდა მივიღოთ.
ამავე ფესვებს შემდეგ ხარშავენ უკვე 5 წუთის განმავლობაში, ხოლო მესამედ – 10 წუთის განმავლობაში. ამის მერე ფესვები უკვე გამოუსადეგარია. შემდეგი ნახარში უკვე ახალი ფესვებისგან მზადდება.
ფესვების ნახარშის მიღება რეკომენდებულია ორი თვის განმავლობაში. მისი მიღება არ შეიძლება, თუ თირკმელებში გაუხსნელი კენჭებია, ასევე, არ შეიძლება ორსულისა და მეძუძური დედებისთვისთვის.
მზესუმზირას, მრავალ სიკეთესთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ. მაღალი კალორიულობის გამო ის ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს. ასევე, ის აფუჭებს კბილის ემალს, ამიტომ ჯობს, ხელით გავარჩიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან