მედიცინა

მწვანე ლობიოს სამკურნალო თვისებები

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.09, 2021 წელი

მწვანე ლობიო
დაკოპირებულია

მწვანე ლობიო უამრავ სასარგებლო ნივთიერებასა და ვიტამინს შეიცავს.

ის მოგიგვარებთ ჰორმონულ დარღვევებს. აუცილებლად შეიტანეთ მოზარდებისა და ფეხმძიმე ქალების რაციონში, მწვანე ლობიო იდეალური საკვებია როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში, რადგან ის მდიდარია რკინით და კალციუმით. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა კი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობის დროს, ნაყოფის ზრდისთვის. ასევე, აუცილებელია კლიმაქსის დროს.

მწვანე ლობიო უკალორიო, დიეტური საკვებია და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად, გახდომაშიც დაგეხმარებათ.

მწვანე ლობიო გამოირჩევა დიდი რაოდენობით ცილის შემცველობით. სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ პროტეინებითა და ბოჭკოვანი ნივთიერებით გაჯერებულ საკვებს, უკეთეს შედეგებს იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ნახშირწყლებით მდიდარ საკვებსა და უცხიმო დიეტას ანიჭებენ უპირატესობას.

მწვანე ლობიო, ასევე, ადვილად უმკლავდება ანემიას, სისხლის ნაკლებობას. აუმჯობესებს შარდის ბუშტის, ღვიძლის, სუნთქვის ორგანოს, კუჭ-ნაწლავს, ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების ფუნქციონირებას.

მწვანე ლობიო შეუცვლელი წამალია დიაბეტით დაავადებულთათვის. დაბლა სწევს სისხლში შაქრის შემცველობას, ჩაანაცვლებს ინსულინს და სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

ის ასევე დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამშვიდებს ადამიანს. მწვანე ლობიო დაგეხმარებათ, ებრძოლოთ დეპრესიას. ის C ჯგუფის ვიტამინების, უჯრედისის, ორგანული მჟავისა და ანტიოქსიდანტების წყაროა. სხვადასხვა კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ მისი ხშირი გამოყენება ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებასა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

მწვანე ლობიო ასევე აქტიურად ებრძვის ქსოვილის დაბერებას, ათეროსკლეროზს, ჰიპერტონიას, გულის რიტმის დარღვევას.

აქვს ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული თვისება. აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას. მწვანე ლობიო შარდმდენია, ამასთან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. რეკომენდებულია ნიკრისის ქარის დროს.

მწვანე ლობიოს მიღება რეკომენდებულია ჰეპატიტისა და ღვიძლის სხვა დაავადებების დროს. აქტიურად აღმოფხვრის ანთებით პროცესებს და აღადგენს ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებას. მწვანე ლობიოს ნაყენს სვამენ შარდის ბუშტის, თირკმელების, ჰიპერტენზიისა და რევმატიზმის დროს.

მწვანე ლობიო წარმოადგენს ფოლიუმის მჟავისა და მაგნიუმის წყაროს.

მაგნიუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ის აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის, გულის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ტვინისა და ზოგადად, ნერვული სისტემის მუშაობისათვის.

რაც შეეხება ფოლიუმის მჟავას, ის წყალში ხსნადი ვიტამინია, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს და სხვაგვარად B9 ვიტამინი ეწოდება. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ორგანიზმში ცილებისა და ამინომჟავების სინთეზის პროცესში, დიდ როლს ასრულებს ყველა ქსოვილის შენებაში.

ის სასარგებლოა პარკინსონის დაავადების დროს. აღმოჩნდა, რომ მწვანე ლობიო შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ლევოდოპას მსგავსი მოქმედება. ლევოდოპა შედის იმ პრეპარატების შემადგენლობაში, რომლებიც პარკისონის სამკურნალოდ გამოიყენება. ის ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს და ავსებს დოფამინის დეფიციტს თავის ტვინში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა