მედიცინა

მწვანე ხახვის სასარგებლო თვისებები

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.09, 2021 წელი

ხახვი
დაკოპირებულია

მწვანე ხახვი დაბალკალორიულია, შესაბამისად, ძალზე ეფექტური საკვებია დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის.

მეცნიერთა აზრით, მწვანე ხახვი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე – C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ინფექციებისგან იცავს ორგანიზმს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ მწვანე ხახვის ექსტრაქტი ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს. ამ თვისებების გათვალისწინებით, ხახვი გულისთვის სასარგებლო პროდუქტების სიის განუყოფელი ნაწილია.

მწვანე ხახვი შეიცავს K ვიტამინს, რომელიც ძვლისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ K ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინისა და კალციუმის სწორ ცვლას.

მწვანე ხახვი ორგანიზმში როდოპსინს გამოიმუშავებს, ეს რეცეპტორული ცილა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თვალის ბადურისთვის, უზრუნველყოფს კატარაქტასა და რქოვანას გარსის წყლულის პრევენციას.

ეს გემრიელი საკვები აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. მწვანე ხახვი გვიცავს დიარეისგან, გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით.

სასარგებლოა კანისთვისაც. მწვანე ხახვი კანს გოგირდოვანი ნაერთით – ალიცინით ამდიდრებს. ეს ნაერთი იცავს კანს ასაკობრივი ნაოჭებისგან, უზრუნველყოფს მის სიგლუვეს, C ვიტამინით ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

მწვანე ხახვის ფოთლებში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ბოლქვში. მწვანე ხახვი არაჩვეულებრივი საშუალებაა ვიტამინების მარაგის შესავსებად, განსაკუთრებით გაზაფხულის ავიტამინოზის დროს. 100 გრამი მწვანე ხახვი ზრდასრული ადამიანისთვის C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. მწვანე ხახვის ფურცლებში შედის, ასევე, კაროტინი და B ჯგუფის ვიტამინები. ხახვის ფოჩებში არსებული ქლოროფილი, სისხლის რეპროდუქციას უწყობს ხელს.

ახალ მწვანე ხახვს მადისაღმძვრელი მოქმედება აქვს და ნებისმიერ კერძს უფრო გემრიელს ხდის. მწვანე ხახვი საკვების მონელების პროცესის სტიმულირებასაც ახდენს. ის ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას. ხახვის წვენი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც გაციებისგან და ინფექციური დაავადებებისგან იცავს ადამიანს. ამ პროდუქტს იყენებენ ჰიპერტონიის, ზოგადი სისუსტის შემთხვევებში. ასევე, პოტენციის გასაძლიერებლად, ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად, გასტრიტის, ჰემოროისა და დიაბეტის დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი