მრავალძარღვა უამრავი დაავადების მკურნალობაში დაგეხმარებათ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.03

ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ – მრავალძარღვას ცოცხალი ფოთლების გარეგანად გამოყენება ძალზე ეფექტურია ჭრილობების, ფურუნკულებისა (ძირმაგარა) და წყლულების სამკურნალოდ. ამისთვის საჭიროა, მცენარის ახალმოკრეფილი ფოთლის ხელით გასრესა და სისხლმდინარე ჭრილობაზე, ნაკაწრზე ან შესიებაზე დადება. ამ დროს, ჭრილობა სრულიად იწმინდება ინფექციებისგან და წყდება სისხლდენა. მრავალძარღვას ფოთლის გამოყენება მხოლოდ ცოცხალი სახით შეიძლება, ამიტომაც ის მოიხმარება მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც მისი დაკრეფაა შესაძლებელი. წელიწადის სხვა დროს კი მისგან დამზადებული მალამო გვიშველის.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვა ეფექტურია ისეთი სერიოზული დაავადებების დროს, როგორებიცაა ავთვისებიანი სიმსივნეები, ფილტვების ტუბერკულოზი და უნაყოფობაც კი. მცენარისგან დამზადებული წვენი და ნახარშები ორგანიზმზე, ზოგადად, გამაჯანსაღებლად მოქმედებს, ამყარებს იმუნიტეტს და ფილტვებსა და შინაგან ორგანოებში ებრძვის მიმდინარე დაშლით პროცესებს. უნაყოფობის დროს, ის ეხმარება როგორც ქალებს, ასევე, კაცებს. განსაკუთრებით სასარგებლოა პრობლემური მენსტრუაციის, ოვულაციისა და კლიმაქსის დროს.
პირველი მეთოდი: აიღეთ ერთი კილოგრამი მრავალძარღვას ფოთოლი და ერთი კილოგრამი თაფლი. ძალიან წვრილად დაჭერით ფოთლები. დაამატეთ მცირე რაოდენობის წყალი და აადუღეთ. ფოთლები როცა გაცივდება, გადაწურვის გარეშე, შეურიეთ თაფლს. გაციების, ხველების, სიცხის დროს მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი საათში ერთხელ.
მეორე მეთოდი: ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ, მოათავსეთ ქვაბში ფენებად. თითოეულ ფენას მოაყარეთ შაქარი, შეფუთეთ ქვაბი, სამი კვირის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას. გადაწურეთ, მლათავსეთ მაცივარში. გასტრიტის, კოლიკის, კოლიტის დროს მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-4ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებს სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას. მისი წვენის ყურში ჩაწვეთება აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.
მრავალძარღვა გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. ნაყენის გაყინული კუბებით იწმენდენ სახეს, ფოთლების ნახარშს კი თმაზე ივლებენ. იყენებენ კულინარიაშიც – ახალ ფოთლებს უმატებენ სალათებში.
მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას.
მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს.
👉30 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება, ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს;
👉ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სადილის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან