მრავალძარღვა – სიმსივნეების წინააღმდეგ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.05, 2021 წელი
სახალხო მკურნალები მრავალძარღვას, კომპრესების სახით, უძველესი დროიდან იყენებდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ, ასევე, ნაყენს – ფილტვისა და კუჭის კიბოს დროს.
ეს საშუალება ასე მზადდება:
ფოთლებს რეცხავენ, წვრილად აქუცმაცებენ და იმავე რაოდენობის შაქრის ფხვნილს ურევენ.
ეს ნარევი 2 კვირა უნდა გააჩეროთ თბილ ადგილზე.
ნაყენს იღებენ დღეში 3-4-ჯერ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
✔️ამ მცენარის ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც იმუნურ სისტემას აძლიერებს.
✔️მასში შემავალი A ვიტამინი კი თვალებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. ის იცავს მას ყვითელი ლაქის დეგენერაციისგან, რამაც შესაძლოა, სიბრმავე გამოიწვიოს.
✔️ეს მცენარე აქრობს ანთებას და ახორცებს ჭრილობას – მისი ახალი წვენი და ფოთლები აჩერებს ჭრილობიდან სისხლდენას, ბლოკავს ანთების წარმომქმნელ კერებს და აყუჩებს ტკივილს. მრავალძარღვას წვენი შეუცვლელია წყლულოვანი ანთებებისა და ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისთვის.
✔️სასუნთქი გზების დაავადებების დროს მრავალძარღვას ნახარშს შეუძლია, ნახველისგან გაგათავისუფლოთ. მას აქვს უნარი, გაწმინდოს ბრონქები. მრავალძარღვას ნაყენებს მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და გართულებული ყლაპვის დროსაც იყენებენ. ის სპობს ანთებას, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს.
✔️ჭრილობებიდან სისხლდენის, დაჟეჟილობის, დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს:
დააქუცმაცეთ მრავალძარღვას ფოთლდები, დასრისეთ, დაიდეთ მტკივნეულ ადგილას და შეიხვიეთ და კომპრესი გამოიცვალეთ ყოველ 2-3 საათში;
2 სუფრის კოვზ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხით შეგიძლიათ, დაიბანოთ დაზიანებული ადგილები.
✔️მრავალძარღვა უებარი საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს. ერთი სუფრის კოვზ გამხმარ და დაქუცმაცებულ მრავალძარღვას დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი და დავდგათ. ცოტა ხანში გავწუროთ და კუჭის აშლილობის დროს, ჭამამდე დავლიოთ. ძალიან კარგია ბავშვებისთვის.
✔️გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს:
3 სუფრის კოვზ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6-8 საათი და მიიღეთ 1/3 ნაყენი 3 ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
✔️ასთმის, პლევრიტის, ხველების, ყივანახველის დროს:
ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ, 1 საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ერთი ჩაის ჭიქა ნაყენი დღის განმავლობაში ყლუპობით.
✔️ნერვული აშლილობების, შფოთიანობისა და უძილობის დროს – მრავალძარღვას ნაყენებს ხშირად იყენებენ როგორც ძილისმომგვრელ საშუალებებს. ეს მცენარე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომატებულ აღგზნებადობას და კურნავს ნევროზის მსუბუქ ფორმებს.
✔️მრავალძარღვას აქვს ჰიპოტენზიური თვისება – აწესრიგებს მომატებულ არტერიულ წნევას, ხსნის შესიებებს, მკურნალობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს.
მრავალძარღვას ფოთლების შეგროვება მიზანშეწონილია მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში, ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან